მეუღლეს სიცხის ატანა არ შეუძლია ამიტომ სველ პირსახოცს ფანჯრის რაფაზე ტოვებს, წინდებს კი საწინულეში.

20 views

სასოწარკვეთილმა  დაქალმა მკითხა,თუ როგორ უნდა მოქცეულიყო  ძლიერი სიცხის დროს. მუშაობას ფიზიკურად ვეღარ ახერხებდა და ღამით დაძინებაც ძლიერ უჭირდა. ვურჩიე,რომ ღამით უჰაერობას შველოდა ჩვეულებრივი პირსახოცი. ის უნდა ჩაელბო ცივ წყალში და შემდეგ ღია ფანჯრის რაფაზე გადაეფინა. ჩემი ქმარიც კონდიციონერის ყიდვამდე სწორედ ამ ხრიკს მიმართავდა გასაგრილებლად.

მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს,თუ როგორ გაუმკლავდეთ სიცხეს  ნებისმიერ დროს.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?

თუ სახლში ცხელა,კონდიციონერი კი არ გაქვთ,მაშინ აავსეთ აბაზანა  ცივი წყლით და კარი ღია დატოვეთ. ეს ცოტათი გააგრილებს ჰაერს და ის აღარ იქნება ისე გამომშრალი.

ჩემი მეუღლე დაძინებამდე ერთი საათით ადრე წინდებს საყინულეში ინახავს. ამბობს,რომ ეს ძალიან ეხმარება გაგრილებაში. ასევე შეგიძლიათ მაცივარში საწოლის თეთრეულიც მოათავსოთ.

ეფექტურია,თუ ყინულით სავსე თასს ვენტილატორის წინ დადგამთ. ჰაერის ნაკადი გაგრილდება ყინულის დახმარებით. ასევე მე ვრთავ არომატულ ლაპმას და მასში ვასხამ ლიმონის ზეთის რამდენიმე წვეთს.მაღალი ტემპერატურის პიკური მაჩვენებლის დროს თავზე და მხრებზე შეგიძლიათ დაიფინოთ სველი პირსახოცი.

ასევე შეგიძლიათ ფოლგა გადააკრათ ფანჯარას გარეთა ან შიგნითა მხრიდან. ის კარგად ირეკლავს სითბოს, სინათლეს და შეამცირებს შენობის გადახურების ხარისხს. ბუნებაში ხშირად გაიხადეთ ფეხზე და ფეხშიშველამ ისეირნეთ.შედეგად აქტიურდება ქუსლზე არსებული წერტილები და ასეთი მასაჟი დადებითად აისახება თვითგანწყობაზე.

რასაკვირველია,დალიეთ ბევრი ცივი წყალი და არ გახვიდეთ ქუჩაში წყლით სავსე ბოთლის გარეშე,როცა მზე აჭერს. ლიმონათი,კომპოტი და ცივი  ყავა არაეფექტურია,ისინი კიდევ უფრო აძლიერებს წყურვილის გრძნობას. წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი და პიტნა. ლიმონი C ვიტამინის წყაროს როლს შეასრულებს, პიტნა კი დამატებით არომატს შესძენს სასმელს.

გთავაზობთ არომატული წყლის კიდევ რამდენიმე ვარიანტს: როზმარინს +კიტრი,პიტნას+ლაიმი, ლიმონს+ატამი ან ნებისმიერი ცოცხალი თუ გაყინული კენკრა+რეჰანი. დოქში მოათავსეთ ხილი,ბალახეული,ყინული და დაასხით წყალი. ეს არომატული სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში.ის გაგაგრილებთ და შეგივსებთ წყლის მარაგს.

რედაქციისგან 

ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად  მიმართეთ ამ მარტივ და დროით განმტკიცებულ რჩევებს

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე