რატომ ნადირობენ ნუმიზმატები 10-რუბლიან საიუბილეო მონეტებზე?

25 views

რომელი მონეტებია ფასეული  და რომლები-არა? ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის,რადგან საფულეში მუდამ ხურდა გვიყრია ხოლმე. შეიძლება გაგვიმართლოს და ჯიბეში ძვირფასი მონეტა აღმოგვაჩნდეს,უნიკალური ეგზემპლარი.

რომელი მონეტებია ფასეული?

პირველი რჩევა მოყვარულებს პროფესიონალი ნუმიზმატებისგან ისაა,რომ არ შეეცადონ დამოუკიდებლად გააცოცხლონ ის მონეტები,რომლებიც განსაკუთრებულად ფასეული ჰგონიათ. თუ ხელთ ბინძური მონეტა ჩაგივარდათ,ის შეგიძლიათ გაწმინდოთ რბილი სარეცხი საშუალების დახმარებით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ აგრესიული ქიმიკატები და არ მიმართოთ მექანიკურ ზემოქმედებას.ამან შეიძლება მხოლოდ გააუარესოს სიტუაცია.

ვეძებთ პროფესიონალებს – პირველ რიგში,მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს მონეტაზე ინტერნეტში. იქ აღმოაჩენთ ყველა საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას. მაგალითად,უნიკალურ მონეტას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დეფექტი,თუმცა ნუმიზმატები მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ მის სანაცვლოდ. ეცადეთ დაწვრილებით შეისწავლოთ მონეტაზე დატანილი ინფორმაცია,ეს დაგეხმარებათ სწრაფად განსაზღვროთ,თუ რა გიჭირავთ ხელში . თუ გაქვთ შესაძლებლობა,მიმართეთ პროფესიონალს. გამოცდილმა ადამიანმა შეიძლება დასვას ვერდიქტი ფოტოს ნახვის შემთხვევაშიც კი. ამ დროს დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ,რადგან შეიძლება თაღლითებს გადააწყდეთ.

ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს – არსებობს აზრი,რომ რაც უფრო ძველია მონეტა,მით მეტია მისი ღირებულება.ეს ყოველთვის ასე არაა. საინტერესო ეგზამპლარები შეიძლება იპოვოთ როგორც ძველ,ასევე ახალ მონეტებს შორის. ყველა მათგანი არაა გამოშვებული იმ წელს,რომელიც მათზეა გამოსახული. ასეთი რამეც ხდება და ეს უნდა მიიღოთ მხედველობაში. არ დაგავიწყდეთ ასევე,რომ ადრე სხვადასხვა სახელმწიფოს საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდა.მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც,თუ რომელი ქვეყანა ჭრიდა მონეტებს. რაც უფრო მაღალია მისი ისტორიული მნიშვნელობა,მით მეტია ღირებულება. ასევე თქვენი ეგზემპლარი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. უპირატესად მონეტის მდგომარეობა განისაზღვრება ამერიკელი ნუმიზმატის უილიამ შელდონის შკალით.

ექსპერტები გვირჩევენ – გამოცდილი ნუმიზმატები გვირჩევენ,რომ მივუდგეთ სიტუაციას უფრო სერიოზულად. განსაკუთრებით, თუ ხელთ გაქვთ არა ერთეული ეგზემპლარი,არამედ მონეტების მთელი საკოლექციო ალბომი.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ექსკლუზიური მონეტების ძიების საქმეში!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე