ამბავი, როგორ გააფუჭა სარეცხის საპონმა, დედამთილთან ჩემი ურთიერთობა

29 views

დედამთილისა და რძლის ურთიერთობა ყოველთვის განხილვის საკითხია. რატომღაც ამ ორ ქალს საერთო ენის პოვნა უჭირთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ისტორიას სხვა შემთხვევებიც ახსოვს, როცა რძალ–დედამთილს შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ. ისტორია, რომლის შესახებ დღეს OXOTV გიამბობთ, სწორედ ასეთი იყო, სანამ დიასახლისის საპონმა ყველაფერი არ გააფუჭა.ნახეთ, რას ყვება რძალი, რომელსაც დედამთილთან კონფლიქტი არ სურდა, მაგრამ მაინც მოუწია.

„მთელი ცხოვრება უბრალო ჭურჭლის სარეცხ სითხეს ვიყენებ და დედამთილამდე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ადრე ვფიქრობდი, რომ რძალ–დედამთილის კონფლიქტი არ შემეხებოდა. მეგონა, რომ ერთ ქალთან ურთიერთობას როგორმე შევძლებდი.გაცნობის დღეს დედამთილი ძალიან მომეწონა, მასთან ბევრი ვისაუბრე, ვიცინე, მან ძველი ამბები მიამბო. მეგონა, რომ მძიმე ტვირთი მოვიშორე და ჰარმონიულად ვიცხოვრებდით.გადავწყვიტეთ, დაქორწინების შემდეგ ბებიაჩემის დანატოვარ ბინაში გვეცხოვრა. მოგვიანებით ფულის დაგროვებას და უფრო დიდი ბინის შეძენას ვგეგმავდით. ქმარმა 1 წლის წინ ბიძიასგან სოფელში სახლში მიიღო. ამ სახლის გაყიდვით და დანაზოგი ფულის დამატებით უფრო ფართო ბინის შეძენა, ხოლო ჩემი ბინის გაქირავება შეიძლებოდა. ჩვენი გეგმა დედამთილს გავუზიარეთ და მასაც მოეწონა.თაფლობის თვეში 2 კვირით დასასვენებლად წავედით. როგორც კი დავბრუნდით, დედამთილი გვესტუმრა, რამაც ძალიან გამახარა. ერთად დრო კარგად გავატარეთ, ვივახშმეთ. არ მიყვარს, როცა ნიჟარაში ჭუჭყიანი თეფშები ჩაყრილია, ამიტომ სუფრის ალაგებისთანავე ჭურჭლის გარეცხვა დავიწყე.

ლალიმ უცნაურად შემომხედა და მკითხა: „მარი, რით რეცხავ ჭურჭელს?“ როცა ვუპასუხე, რომ უბრალო ჭურჭლის სარეცხი სითხით, მითხრა: „ეს საშუალებები მომწამვლელია. მის გამოყენებას არ გირჩევ. ასე ტოქსინები საკვებიდან ჩვენს ორგანიზმში ხვდება. დიასახლისის საპნის გამოყენებას გირჩევ. ჩემს ვაჟიშვილზე კარგად უნდა იზრუნო“.ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ყველაფერი ხუმრობაში გავატარე. ვუთხარი, რომ საპნის სუნი არ მომწონს, თან ისიც თეფშზე რჩება. ყველგან ქიმიაა, მხოლოდ საპონი არაფერს დააშავებს. მაშინ რაღაც ჩაიბურტყუნა, რომ ახალგაზრდებმა უკეთ იციან. გადავწყვიტე, საუბარი არ გამეგრძელებინა.1 წელში სოფლის სახლი კარგ ფასად გავყიდეთ და ახალი ბინის ძებნა დავიწყეთ. ორსულად ვიყავი და ოჯახისთვის სახლის მოწყობა ძალიან მინდოდა. დანაზოგიც დავამატეთ, დარჩენილი ფული ჩემი დეიდასგან ვისესხეთ.ამ ყველაფრის მოგვარება გამიჭირდა. მშობიარობამდე ბოლო 2 კვირა საავადმყოფოში გავატარე. სახლში დაბრუნება ძალიან მიხაროდა, თან ქმარმა დიდებული სადილი დამახვედრა. იმდღესვე დედამთილიც გვესტუმრა. ჭიქის გასარეცხად ნიჟარასთან მივედი და ჭურჭლის სარეცხი სითხის ნაცვლად დიასახლისის საპონი დავინახე.ძალა არ მქონდა, რომ ურთიერთობა გამერკვია. როცა დედამთილი წავიდა, საპონი უბრალოდ გადავაგდე. ქმარს ვკითხე, ვინ მოიტანა საპონი. გაირკვა, რომ დედამისმა იყიდა და მოიტანა, ხოლო მეუღლემ ბრძენ ქალთან კამათი ვერ გაბედა.მეორე დღესაც გვესტუმრა, რამაც გამაკვირვა, მაგრამ არ შევიმჩნიე. შემოსვლისთანავე სამზარეულოში ნიჟარას მივარდა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო: „უკვე გადააგდე? საერთოდ არ მისმენ, როგორი ჯიუტი ხარ. ცოტა პატივისცემა გამოგეჩინა. ჩემი შვილი და შვილიშვილი აქ ცხოვრობს, ამ ბინაში ჩემი ფულია ჩადებული, შენ კი მოსმენა არ გსურს“.

ვუპასუხე, რომ მას ამ ბინაში ერთი თეთრიც არ ჩაუდია, მაგრამ არ მისმენდა და თავისას აგრძელებდა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი სახლი და ოჯახია, ამიტომ მათზე ისე ვიზრუნებ, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. ჩემ სახლში ჩემს წესებს პატივი სცეს. თუ ასე უნდა, საპნით ჭურჭელი თავის სახლში გარეცხოს“.იმ დღიდან კონტაქტი შევწყვიტეთ. ახლა სადარბაზოსთან მოდის და მეუღლეს ბავშვი ქვემოთ ჩაყავს. გული მტკივა, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდა. რა გავაკეთო, თუ ამ საპნით ჭურჭლის გარეცხვა არ მსურს, თან ისიც არ მინდა დედამთილმა სულ დამარიგოს, როგორ ვიცხოვრო და როგორ ვიზრუნო ოჯახზე. ღირს შესარიგებლად ნაბიჯი პირველმა გადავდგა?“

თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? რას ურჩევდით რძალს ან დედამთილს?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე