ქმრისთვის ყოველდღე ახალ კერძს ვამზადებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჭამს

14 views

„ბოლო დროს მეჩვენება, რომ ცოტაც და განქორწინებაზე განცხადებას შევიტან. ჩემი ქმარი მოითხოვს, რომ ყოველდღე თეფშზე ახალ მომზადებული კერძი დახვდეს. გამოდის, რომ მთავარი სამსახურის გარდა ყოველდღე კერძებს ვამზადებ. მთელი დღე გაზქურასთან დგომა არ მომწონს, მაგრამ ქმარი მიყვარს. რა გავაკეთო?

მუდმივად სამზარეულოში – კერძი თუ სკანდალი

მეზობელთან დავაკაკუნე. დაახლოებით საღამოს 7 საათი იყო, მალე მისი ქმარი სამსახურიდან უნდა დაბრუნებულიყო. მარიმ კარი გამიღო და ვკითხე:

  • – მარი, დღეს რამე მოამზადე? რამე საჭმელი გაქვს?
  • – გუშინდელი კატლეტი და პიურე მაქვს. რა? გაჭამო? – მკითხა მარიმ.
  • – მე არა, მეუღლეს. ის მხოლოდ ახალ მომზადებულ კერძებს ჭამს, დღეს კი ფეხზე ვერ ვდგები.

მარიმ უკმაყოფილოდ შემომხედა, მაგრამ ბინაში დამპატიჟა. ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ვიყავი იძულებული მეზობლებთან ახალმოხარშული კერძები მეძებნა. სწორედ ამიტომ, ამბის თავიდან მოყოლა მომიწია. სანამ კარტოფილის პიურეს და კატლეტს მაძლევდა, მთელი ისტორია მოვუყევი.

„მე და სანდრო უკვე 4 წელია დაოჯახებული ვართ და ყველაფერი თითქოსდა კარგად იყო. მუშაობს, სახლში ფული მოაქვს. ამავდროულად, არის რაღაც, რაც უნდა გავაკეთო „იმიტომ, რომ“. მათგან მთავარია, ყოველდღე ახალი კერძის მომზადება.

უბრალოდ დიასახლისი რომ ვყოფილიყავი, ასე არ დავიტანჯებოდი. მეც ხომ ვმუშაობ და სახლში დაღლილი მოვდივარ. არაერთხელ ვცადე ამეხსნა, რომ ასეთ რეჟიმს აზრი არ აქვს. გუშინდელი პროდუქტი ახალ მომზადებულს არაფრით ჩამოუვარდება. პასუხად შფოთდება და ისეთ სკანდალს აწყობს, რომ გაქცევა მოგინდება. სანდრო ირწმუნება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში არ შეჭამს, რომ რესტორნებში ივლის, რადგან ახალი კერძებით მისი უზრუნველყოფა არ შემიძლია. გამოდის, ბევრ ფულს დახარჯავს. ისე მოხდა, რომ ჩემი დედამთილი ცოცხალი აღარაა, მანამდე კი ცუდად ვიცნობდი. ქმრის მოთხოვნების და ქცევების შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ის მისი პირადი მოსამსახურე იყო.

რა ვუთხრა?

– მომისმინე, – მითხრა მარიმ, – რატომ არ შეგიძლია, რომ დასხდეთ და ეს მომენტი განიხილოთ? ბოლოს და ბოლოს, მისი განსაკუთრებული თავისებურების გამო ვალდებული არ ხარ ასე დაიტანჯო. გულწრფელად ვაღიარე, რომ არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. მუდმივი მზადებისგან ძალა აღარ შემრჩა. ქმართან ასეთ საუბარს კი ძალა სჭირდება. მარიმ დარდიანად ჩაისუნთქა და კერძი გამომატანა.

როცა სახლში დავბრუნდი, კარტოფილს მივხედე, რომ ახალივით ყოფილიყო. განა ეს ნორმალური ცხოვრებაა? სანამ გაცხელებულ ტაფაზე კერძი გადამქონდა, ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ქმართან საუბარი. რა ვუთხრა? შევძლებ? ცოლი მაინც ცოლია და არა მოსამსახურე. რატომ არ უნდა ამის გაგება? იქნებ, სჯობს ყველაფერს მივაფურთხო და მართლაც გავშორდე?”

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე