რა მოხდება მას შემდეგ რაც „შავმა მთვარემ“ 19 ივლისს ნიშანი შეიცვალა

49 views

ანჯელა პერლის, ტაროლოგის და ასტროლოგის თქმით, „შავი მთვარე“ , რომელიც მთვარის ორბიტაზე ყველაზე შორეული წერტილია 2021 წლის 19 ივლისს ნიშანს იცვლის და ამ ნიშანში 2020 წლის 20 აპრილამდე დარჩება. მისი თქმით „შავი მთვარე სახლებში აუსრულებელი სურვილების და ცრუ მიზნების ერთ–ერთი მთავარია მიზეზია. შავი მთვარე ჩვენს გრძნობებზე, ემოციებზე, შიშებზე გავლენას ახდენს. თუ გეცოდინებათ, როგორ მოიქცეთ სწორად, შეგიძლიათ შიში დაივიწყოთ.

ნახეთ, რა გავლენას მოახდენს შავი მთვარე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე.

  • ვერძი – შავი მთვარე თქვენს ფინანსების სახლს ტოვებს და ნათესავების და ურთიერთობის სახლში გადადის. უცნობებთან ფრთხილად იყავით და მათ ინფორმაციას გადაუმოწმებლად არ ენდოთ. ამ პერიოდში ახალ საქმეში ახლობლები არ ჩართოთ.კარგი პერიოდია, რომ სოციალურ ქსელში იაქტიუროთ და წიგნი დაწეროთ. შეგიძლიათ რაიმე მენტორულ მიმართულებას ან სწავლებას ორგანიზება გაუწიოთ. თავად სწავლის დაწყებას არ გირჩევთ, არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდია.
  • კურო – კუროსთან შავი მთვარე ფულის და თვითშეფასების სახლში გადადის. ფინანსური კუთხით ბევრ გამოწვევას მიიღებთ. ფულის გადანაწილების პოლიტიკას გადახედეთ და გადასახადები წინასწარ გადაიხადეთ.დამსაქმებლებს მკაფიო მოთხოვნები წაუყენეთ და ზუსტად უთხარით, როგორი ფინანსური სიტუაციის დანახვა გსურთ. მკაფიო მოთხოვნების გარეშე შეიძლება გამოგიყენონ. საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს და კრედიტის აღებას მოერიდეთ.
  • ტყუპები – ხასიათი გამოავლინეთ და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ. არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, შინაგან ხმას მოუსმინეთ და პირადი საზღვრები დაიცავით.პოზიტიური ყურადღების მოსაზიდად და ნეგატივის შესამცირებლად სხვებს აჩვენეთ, როგორ უნდა მოგექცნენ. საკუთარ თავზე ზრუნვას მეტი დრო დაუთმეთ.
  • კირჩხიბი – ამ პერიოდში შესაძლოა საიდუმლოებები გამოაშკარავდეს, რომლებიც თქვენზე ნეგატიურად აისახება. და მაინც, არ შეგეშინდეთ და წინსვლა გააგრძელეთ. მოსალოდნელია, რომ საიდუმლო წარსულთან კავშირში იყოს. რიტუალებს, ჯადოქრობას და მკითხავებთან სიარულს თავი აარიდეთ. ეს ყველაფერი თქვენზე ნეგატიურად აისახება. დიდი ხნით მოგზაურობაც რეკომენდებული არაა. ამ პერიოდში რაღაც პოზიტიური საქმით დაკავდით.
  • ლომი – ამ პერიოდში ხალხის უკეთ გაგებას ისწავლით. ცოტა რაოდენობის ხალხის ორგანიზებასთან დაკავშირებული ბიზნესის დაწყებას შეძლებთ. ამ დრომ შეიძლება პოპულარობა და კარგი მოგება მოგიტანოთ.ონლაინ ბიზნესისთვის კარგი პერიოდია. გირჩევთ საკუთარი ქსელი შექმნათ. გაყიდვები გაორმაგდება, მთავარია, ქედმაღლობა და შიში დაივიწყოთ.
  • ქალწული – „შავი მთვარის“ ახალმა პერიოდმა შეიძლება თქვენს სამსახურში შიშები გაზარდოს. ხელმძღვანელ პირებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. ვიღაცამ შეიძლება თქვენზე ზეწოლა მოახდინოს. არ გაჩუმდეთ და საკუთარი ინტერესები თამამად დაიცავით. კარგია, თუ კარიერაში მიმართულებას შეიცვლით, საზღვრებს დაადგენთ და კარიერულ კიბეზე წინ წახვალთ. სტატუსის ამაღლების შანსი გაქვთ.
  • სასწორი – ამ პერიოდში სხვებისთვის შეიძლება სამაგალითო და სათაყვანებელი გახდეთ. რეკლამა დიდ პოპულარობას მოგიტანთ. თაღლითებს ერიდეთ. განსაკუთრებით, თუ საქმე უცხოელ საქმროს ეხება. საზღვარგარეთ ფულის გაგზავნას და დოკუმენტებს გაფორმებას მოერიდეთ. საზღვარგარეთ მუშაობაც პრობლემური იქნება.
  • მორიელი – როგორც ქოუჩი, ფსიქოლოგი ან ორგანიზატორი სხვებზე გავლენას მოახდენთ. თქვენი იდეები სხვების შთაგონების წყარო გახდება. კარგი დროა, დამოკიდებულება მოიშოროთ.საკმარისი ფული გექნებათ, რომ ყველაფერი გააკეთოთ, რაც გსურთ. მოსალოდნელია კრიზისული სიტუაცია, რომლის გადალახვის შემდეგ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
  • მშვილდოსანი – ამ პერიოდში ურთიერთობის და პარტნიორობის საკითხი წინ წამოიწევს. საიდუმლოებები გამოაშკარავდება, რომლებიც დაგადარდიანებთ. სულიერი საუბრები მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობის დაწყებას მოერიდეთ. ფულთან ფრთხილად იყავით.
  • თხის რქა – „შავმა მთვარემ“ შეიძლება თქვენს მავნე ჩვევებს ხელი შეუწყოს და განწყობა დაარღვიოს. კვების დროს ზომიერება დაიცავით. წვრილმან საკითხებზე კამათია მოსალოდნელი. საქმეების სია ჩამოწერეთ და თანდათან შეასრულეთ. ასე ყველაფერს მოასწრებთ.
  • მერწყული – ბავშვების, სიყვარულის და შემოქმედების თემა წინ წამოიწევს. კარგია ბავშვებთან დაკავშირებული ბიზნესის გახსნა. ორსულობის შესახებ სიახლე ან ბავშვის ყოლის სურვილი მოსალოდნელია. საყვარელი ჰობით შეგიძლიათ ფული გამოიმუშავოთ.
  • თევზები – უძრავი ქონების ან რემონტის სფეროში კონფლიქტს უფრთხილდით. ბინის ყიდვა ან რემონტის დაწყება დროებით გადადეთ. თაღლითებს უფრთხილდით. ონლაინ სამსახურის დაწყება კარგია. სახლის დიზაინსა და გამწვანებაზე დაფიქრდით. თუ თქვენი სამსახური რემონტს, გამწვანებას და ინტერიერის დიზაინს უკავშირდება, შესაძლოა ავტორიტეტული პიროვნება გახდეთ. ოჯახური ბიზნესი განავითარეთ, მაგრამ იცოდეთ, პასუხისმგებელი პირი თქვენ იქნებით.
  • ტყუპების ნიშანი სიახლეებსა და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, ხოლო „შავ მთვარეში“ შესაძლოა ჭეშმარიტება დაამახინჯოს. სწორედ ამიტომ, მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ.

როგორც ანჯელა პერლი ამბობს, შიშით იმ სიტუაციებს ვიზიდავთ, რომლისაც გვეშინია. თუ შიშს შეწყვეტთ, „შავი მთვარე“ თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე