ღირს თუ არა ცოლად ისეთი ქალის მოყვანა,რომელმაც ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში და უკვე დედაა

123 views

განათხოვარ ქალთან ცხოვრებას,რომელსაც თან ბავშვიც ჰყავს,შეიძლება ჰქონდეს გაუთვალისწინებელი შედეგები. ღირს თუ არა ასეთის ცოლად მოყვანა? ეს,რასაკვირველია,თითოეული ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი,თუ რატომაა სასრუველი ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრება.

ღირს თუ არა ოჯახის შექმნა?

1.ბავშვის არსებობა

ყველა მამაკაცი არაა მზად უცხო ბავშვის მისაღებად. ისინი მიიჩნევენ,რომ ოჯახში მხოლოდ მათი პატარები უნდა იზრდებოდნენ,ბიჭი თუ გოგო წინა ქორწინებიდან მუდმივად ახსენებთ ცოლების ყოფილ ქმრებს. სწორედ აქედან შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

შესაძლებელია,რომ მამაკაცმა ამ გარემოების გაუაზრებლად მიიღოს ქალი თავის პატარასთან ერთად და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გაანალიზოს საკუთარი ფარული უკმაყოფილების  მიზეზი. მსგავსი უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად მამაკაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს,შეუძლია თუ არა უცხო ბავშვის აღზრდა.

2.იყო “მეორე ნომერი”

ზოგიერთი მამაკაცისთვის შვილიანი ქალის ცოლად მოყვანა უკვე ბრძოლაში დამარცხებაა. რახან მან არ მიიღო ოჯახის ფორმირებაში მონაწილეობა,საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას გაუძღვეს მას. ამის საშუალებას ცოლიც არ მისცემს,რასაც ბევრმა მამაკაცმა შეიძლება ვერ  გაუძლოს.

ყველას არ სიამოვნებს იმის გააზრება,რომ ცოლისთვის ის მუდამ მეორე ადგილზე იქნება შვილის მერე. მამაკაცს კი ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. თუ არ გაქვთ ბავშვებთან კონკურენციის გაწევის სურვილი,ეს კიდევ ერთი მიზეზია დასაფიქრებლად.

3.ყველაფერი ფულის გამო

მამაკაცი შეიძლება იყოს სუსტი ნატურა. ყველას მსგავსად,მასაც სურს,რომ უყვარდეთ არა მიღწევებისა თუ ქონების,არამედ მისი პიროვნული თვისებების გამო. ფულიანი კაცი შეიძლება გახდეს შვილიანი ქალის მერკანტილური ინტერესების მსხვერპლი.

“თავიდან ის გაგეცნობათ,მოგხიბლავთ,შემდეგ შვილის შესახებ მოგიყვებათ.ერთი წლის შემდეგ კი გაირკვევა,რომ ყველაფრის მიზანი ბავშის უზრუნველყოფა იყო. “

მსგავსი ავანტიურის მსხვერპლი რომ არ გახდეთ,ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მეორე ნახევარი.

4.განქორწინება,როგორც ქალის შეცდომის მტკიცებულება

ვიდრე მეორე ქმარი გახდება,მამაკაცი დაფიქრდება:” ღირს თუ არა განათხოვარ ქალთან საერთოდ ოჯახის შექმნა?” რახან განქორწინდა,ესე იგი რაღაც მოხდა. ვინ იყო ამაში დამნაშავე? სად დაუშვა მან შეცდომა? მინდა თუ არა ვიყო მომდევნო შეცდომების ნაწილი?

5.სხვა პრობლემური მომენტები

მამაკაცი შეიძლება წააწყდეს ისეთ წინააღმდეგობებს,როგორებიცაა: ბავშვის ეჭვიანობა და მისი აღზრდის პრობლემები,ქალის მხრიდან შვილის გაჩენის სურვილის არ ქონა,ყოფილი ქმრის შესაძლო ჩარევა ოჯახის ცხოვრებაში.

რასაკვირველია,არსებობს ისტორიები,როცა მამაკაცმა სიამოვნებით მიიღო სხვისი ბავშვი და ოჯახი ბედნიერია. ვიღაც ამას შეცდომად ჩათვლის. უნდა ვაღიაროთ,რომ ყველას არ სურს იყოს მეორე ქმარი და სხვისი შვილის მამინაცვალი. აქედან გამომდინარე,ოჯახის შექმნამდე საჭიროა საკუთარ პრიორიტეტებში გარკვევა,შემდეგ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ მეორე ნახევრის არჩევას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე