ისტორია- შემეცნებითი მეცნიერებაა. ყოველთვის საინტერესოა თანამედროვეობის შედარება იმასთან,თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ათეულობით და ასეულობით წლის წინ,რა იყო მათი ცხოვრების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი და როგორ ზრდიდნენ შვილებს.
მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ დიდგვაროვნების ცხოვრებაზე.განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის,თუ რას ასწავლიდნენ ისინი შვილებს და რა ფასეულობებს უნერგავდნენ.
დიდგვაროვნების შვილები
პირველ რიგში, საჭიროა გავიაზროთ, რომ დიდგვაროვნების აღზრდა არ წარმოადგენდა რაიმე პედაგოგიურ სისტემას. ის უფრო გახლდათ ბავშვის აღზრდის ერთგვარი ტრადიცია,რათა მათთვის მაქსიმალურად ყოფილიყო განსაზღვრული იდეალის შესაფერისი.
1.მშობლების სიყვარული უნდა დაგემსახურებინათ
მშობლის და შვილის ურთიერთობაში არ ყოფილა დიდი სითბო და სინაზე. ბავშვებს მკაცრად ზრდიდნენ და მშობლების განაწყენება დიდ ცოდვად ითვლებოდა. ამიტომ პატარა დიდგვაროვნის ქცევაც იდეალური უნდა ყოფილიყო.
ბავშვების ოთახები მაქსიმალურად იყო დაშორებული მამების კაბინეტებს,რათა მათ მშობლისთვის საქმის კეთებაში ხელი არ შეეშალათ. დიდწილად ვაჟს ან ქალიშვილს უნდა დაეცადა,მამას განრიგში თავისუფალი დრო როდის გამოუჩნდებოდა,რათა უბრალოდ ენახა ან დალაპარაკებოდა.
2.ადრეული აღზრდა
შეიძლება თუ არა თანამედროვე მეორე კლასელი მივიჩნიოთ ზრდასრულ და დამოუკიდებელ ადამიანად? რასაკვირველია,არა. დიდგვაროვნების წრეში 7 წლის ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანად მიიჩნეოდა. ისინი დიდ დროს ატარებდნენ უფორსების გარემოცვაში,მათთან ბაასობდნენ და იმავე წიგნებს კითხულობდნენ. გასაკვირია,რომ ამ ასაკიდან დიდგვაროვნების შვილებს აღარ შეეძლოთ ეთამაშათ,რადგან ეს მათი ასაკისთვის დროის გატარების შეუფერებელ გზად მიიჩნეოდა.
საინტერესოა,რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ერკვეოდნენ ორდენებში. იმ დროს მოდური იყო არა მხოლოდ ლექსების ზეპირად ცოდნა,არამედ მყისიერად გარითმვის უნარის ქონაც. პატარა დიდგვაროვნებს ასწავლიდნენ არა კადნიერებას,არამედ ღირსეულად მოქცევას ნებისმიერი სახის გარემოცვაში. ქედმაღლებს და არასაკმარისად ზრდილობიანებს ზურგს აქცევდნენ არა მხოლოდ გარშემომყოფები,არამედ ოჯახიც. შედეგად, ადამიანს,რომელსაც არ იყო წარმოშობით დიდგვაროვანი,თუმცა ფლობდა ნიჭს და დამსახურებებს, მაღალ საზოგადოებაში იღებდნენ,როგორც თანასწორს,მის ხელყოფას არავინ ცდილობდა.
რატომ არ ეცვათ ბავშვებს თბილად?
3.განსაკუთრებული დამოკიდებულება სიცივისადმი
ცივ ამინდში გასეირნება ნორმად მიიჩნეოდა. თუ ქუჩაში ყინავდა, თქვენ კი თხლად გეცვათ, დიდგვაროვნები ამას არა უგუნურებად, არამედ განსაკუთრებულ დახვეწილობად თვლიდნენ. ადრეული ასაკიდანვე ბავშვებს აჩვევდნენ სიცივეს იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
4.საცეკვაო ვარჯიშები
ფიზიკური ძალა ვითარდებოდა ადრეული ასაკიდანვე. 5-6 წლიდან დიდგვაროვნებს ცეკვას ასწავლიდნენ. ამასთან,ეს გაკვეთილები არ იყო მსუბუქი და შემეცნებითი. ისინი უფრო ჰგავდა ერთგვარ სამხედრო ვარჯიშს. ამას შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა.
5.ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მომზადება
განსაკუთრებით აღსანიშნავია,თუ როგორ ამზადებდნენ გოგონებს ზრდასრული ცხოვრებისთვის. მათ ასწავლიდნენ სახლის საქმეების წარმართვას და ფულის განკარგვას. უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა დაემალათ ვალები,ამზადებდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდისთვის, ამიტომ ემიგრაციაშიც კი დიდგვაროვნების შვილები აღწევდნენ წარმატებებს.
ორსულობა აღიქმებოდა ქალის ორგანიზმის ჩვეულებრივ მდგომარეობად. თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა,ბევრი ბავშვის გაჩენაც არ იყო პრობლემა.
საინტერესოა,როგორ უნერგავდნენ ბავშვებს სიმამაცეს ადრეული ასაკიდნვე. თუ პატარას რაიმეს ეშინოდა,მას აიძულებდნენ “შიშისთვის თვალებში ჩაეხედა”. ეს მეთოდი რადიკალური,თუმცა ეფექტური იყო.