ახალი ამბები დედამიწის კლიმატის შეუქცევადი ცვლილებების შესახებ,გრეტა ტუნბერგი გვაფრთხილებდა

206 views

დედამიწის კლიმატის ცვლილების უარყოფა მხოლოდ გამოუსწორებელ სკეპტიკოსებს შეუძლიათ. მის მასშტაბებს და ტემპს არ მოეპოვება ანალოგები.  ზოგიერთმა მაჩვენებელმა,მაგალითად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონსცენტრაციამ,რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. უნდა მოვემზადოთ თუ არა მოახლოებული კატაკლიზმებისთვის? ამას მოცემულ სტატიაში გავარკვევთ.

დედამიწის კლიმატის ცვლილებები

შვეიცარიელი კლიმატოლოგების აზრით, 30 წლის შემდეგ ევროპული მეგაპოლისების კლიმატი ათასობით კილომეტრით სამხრეთით მდებარე ქვეყნების ანალოგიური იქნება. არსებობს დასაბუთებული საშიშროება,რომ კიევი ბუნებრივი პირობებით მიუახლოვდება კანბერას,სტოკგოლმი-ბუდაპეშტს.

თუ წელს უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს 30 გრადუსამდე ტემპერატურა აწუხებდათ,რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ისინი კლიმატურ ცვლილებებს შეეჩვევიან. მოცემულ მომენტში კანბერის ტემპერატურული რეკორდი-42 გრადუსია.

ამინდთან დაკავშირებული ანომალიები უკრაინაში ფიქსირდება 2000-იანი წლების დასაწყისიდან. 2019 წლის დეკემბერში კიევში ჰაერის ტემპერატურამ  პირველად 139 წლის შემდეგ 15 გრადუსს გადააჭარბა. 2020 წლის შემოდგომაზე დედაქალაქსა და მის მიმდებარე რეგიონებს თავს დაატყდა მტვრის ქარიშხალი.

“მშრალი გაზაფხული,უთოვლო ზამთარი.ესაა მტვრის წარმოქმნის მიზეზები,რომელიც დედაქალაქში მოიტანა ძლიერმა ქარმა. ჩვენ არ ვართ შეგუებულნი ასეთ სტიქიებს.”-განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

2021 წლის ზაფხული

წლევანდელი გაზაფხული ევროპისთვის უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა. მაისის ბოლო  კარპატებში მოთოვა კიდეც. უკვე ივნისის ბოლოს ამინდი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა. დაბრუნდა სიცხე და მასთან ბუნების კატაკლიზმებიც: წვიმები და მტვრის ქარშხლები.

“ექსტრემალური ტემპერატურა სულ უფრო და უფრო მატულობს. უკრაინის კლიმატზე მუდამ იმოქმედებს არქტიკის ჰაერი,რაც დაწევს ტემპერატურულ მაჩვენებელს. ამის მიუხედავად კლიმატური ცვლილებები გაგრძელდება”-აფასებს შემქნილ  სიტუაციას უკრაინის ჰიდრომეტეოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტი ვერა ბალაბუხი.

მეცნიერები მიჩნევენ,რომ კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს კლიმატური კატასტროფების რაოდენობის ზრდას. გახშირდება ტყის ხანძრები,გვალვა,მტვრის ქარიშხლები,წყალდიდობები.

გლობალური დათბობისთვის მოსამზადებლად მოუწოდებენ რუსეთის ჰიდრომეტეოცენტრს. ზოგიერთი მეცნიერის შეფასებით,იქ ტემპერატურული ზრდა 2,5-ჯერ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს,ვიდრე მთელს მსოფლიოში.ვარაუდობენ,რომ უახლოეს მომავალში სერიოზულად დაზარალდება სოფლის მეურნეობა,გაიზრდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებები.

ატმოსფეროს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს,რომ პირველ რიგში აუცილებელია საფრთხის შემცველი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმების შემუშავება.

რასაკვირველია, რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია და კლიმატური მრავალფეროვნება ადამიანებში ნერგავს მოზომილ ოპტიმიზმს. უკვე დღეს ქვეყნის სამხრეთში დიდია მიწის დეგრადაციის და გაუდაბნოების საფრთხე. ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს წყლის დეფიციტი,სიღარიბის გავრცელება და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია. სამწუხაროდ,არ არსებობს პროგნოზები,რომელთა მიხედვით გლობალური დათბობის პროცესი შეჩერდება,თუმცა მათი მიზანია მოქმედებისაკენ გვიბიძგოს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე