დედამ დამინგრია ცხოვრება განსაკუთრებული სახელის დარქმევით

76 views

ზოგჯერ მშობლები შვილებისთვის ძალიან უცნაურ და იშვიათ სახელებს არჩევენ.  რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი ორიგინალურად და უჩვეულოდ ჟღერს. სინამდვილეში არასწორად შერჩეულმა სახელმა ბავშვს  შეიძლება ცხოვრება დაუნგრიოს და მისი კომპლექსების მთავარი მიზეზი გახდეს. ჩვენი დღევანდელი ისტორია- ერთი გოგონას სულის კივილია, რომელმაც საკუთარი სახელი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიძულა.

ბავშვების იშვიათი სახელები

“დედაჩემი მთელი სიცოცხლე ქალშვილზე ოცნებობდა. პირველი ორი ორსულობიდან ვაჟები ეყოლა. რასაკვირველია, მას უყვარს ჩემი ძმები. გადამწყვეტი ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ ის ბედნიერებისგან ტიროდა. თითქმის 9 თვე არჩევდა ჩემთვის სახელს.

დედაჩემს უნდოდა განსაკუთრებული სახელი შეერჩია ჩემთვის, რათა სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი.  მას საერთოდ არ უფიქრია, რამდენად შეეხამებოდა ის მამის სახელსა და გვარს. დავაზუსტებ: მამას ვასო ჰქვია, ჩვენი გვარია პეტრენკო. ახლა კი ყურადღება: დედაჩემმა ცვეტანა დამარქვა.სიმართლე გითხრათ, არასოდეს გამიგია, ვინმეს მსგავსი სახელი ერქვას. ბავშვობაში მშობლების მოფერებით ცვეტიკს მეძახდნენ.  პირველ პრობლემებს ბაღშივე წავაწყდი, პატარები ვერ იგებდნენ, თუ როგორ მოემართათ ჩემთვის და ამიტომ დამცინოდნენ.

საკუთარ თავში ჩავიკეტე. რაღაც დროის შემდეგ კი საერთოდ შევიძულე  სახელი. სკოლაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ჩემს სახელს ყურადღებას აქცევდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც. თანაკლასელები დამცინოდნენ და პედაგოგების სახეზეც ხშირად შემინიშნავს ღიმილი.მოგვიანებით გავიგე, რომ სახელის შეცვლა შეიძლებოდა, რასაც სრულწლოვანებისას მოვახერხებდი და ამას მოუთმენლად ველოდი. გარდატეხის ასაკში დედას ვეჩხუბებოდი, თუ რაზე ფიქრობდა ამ სახელის შერჩევისას.

პასუხად კი მუდამ მესმოდა, რომ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან მშობლებმა სიცოცხლე მაჩუქეს. მეკითხებოდნენ, ნუთუ არ მინდოდა ვყოფილიყავი სხვებისგან გამორჩეული.

ყველაფრის გამოსწორება შეიძლება: არასოდეს მსურდა განსაკუთრებულობა, ყველაფერს გავიღებდი, რომ ჩვეულებრივი სახელის მქონე გოგონა ვყოფილიყავი. მშობლებს ვუთხარი, რომ 18 წლის ასაკში სახელს შევიცვლიდი. ისინი ისტერიკაში ჩავარდნენ, მითხრეს, რომ ეს ცუდის ნიშანი იყო და მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი.

ახლა ხომ, რას ამბობთ, უბედნიერესი ვარ. საკუთარი სახელის გამო ვერსავისთან დამეგობრებას ვერ ვახერხებ. მეშინია, რომ ისევ გავხდები დაცინვის ობიექტი. წელს უნივერსიტეტში ვაბარებ და მინდა, რომ ყველაფერი განსახვავებულად იყოს. ზაფხულის ბოლოს სრულწლოვანი ვხდები და მსურს ქეთი დავირქვა. ვერიდები მშობლებთან კამათს, თუმცა ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა და შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ”.

ბავშვების იშვიათი სახელები: რედაქციისგან – ჩვეულებრივ ბავშვებისთვის სახელის შერჩევისას აკვირდებიან მამის სახელს და გვარს. ამგვარად ასკვნიან, თუ რამდენად სასიამოვნოდ ჟღერს იგი მთლიანობაში. ზოგი მშობელი მხოლოდ საკუთარი მისწრაფებებით ხელმძღვანელობს და შვილის მომავალ ცხოვრებაზე  და მოსალოდნელ პრობლემებზე არც კი ფიქრობს.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ცვეტანას, ვასოს ასულს ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე