რა არის სარესტორნო კერძების მთავარი საიდუმლო და რატომაა ისინი ასე გემრიელი

75 views

მართალია, დიასახლისები ფლობენ საოჯახო სამზარეულოს საიდუმლოებებს, თუმცა რესტორნის შეფ-მზარეულებისგან ყოველთვის შეიძლება სიახლის სწავლა. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ მარტივად მოსამზადებელ ნივრის კარაქის რეცეპტს.

ასევე გაგანდობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებსაც მიმართვენ ხოლმე რესტორნის მზარეულები მთელს მსოფლიოში!

ნივრის კარაქის მომზადება

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • ნიორი
  • მარილი
  • დანამატები

მომზადების წესი

1.ბაზის მოსამზადებლად აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი და გაჭყლიტეთ. შეურიეთ მას ცოტა მარილი და შეაზილეთ კარაქში.

2.რაც შეეხება დამატებით ინგრედიენტებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კამის დაქუცმაცებული ღეროები, რომლებიც კარგად შეეხამება ხორცს, ქინძი კი- თევზს. ბაზილიკის დამატებით ნებისმიერი იტალირუი კერძი გახდება კიდევ უფრო გემრიელი.

სხვა კულინარიული ეშმაკობები

ლიმონის მარილი

კიდევ ერთი სანელებელი, რომელიც მოუხდება თევზს და ზღვის პროდუქტებს. ჩვეულებრივ მარილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედრა. ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე დაყარეთ, შემდეგ კი კარღია ღუმელში მოათავსეთ გამოსაშრობად.

მოხარშული კვერცხის სწრაფად გაფცქვის მეთოდი

პატარა პლასტმასის კონტეინერში ჩააწყვეთ 5-6  ახლად მოხარშული კვერცხი, ნახევრამდე აავსეთ ჭურჭელი წყლით, დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შედეგი გაგაოცებთ: კვერცხს ნაჭუჭი თავისით მოსცილდება.

ცხარე წიწაკისგან თავდაცვა

მზესუმზირის ზეთი წაისვით ხელებზე, არ დაივიწყოთ ფრჩხილებიც. ამის შემდეგ შეგიძლიათ წიწაკა უშიშრად დაჭრათ. პროცედურის შემდეგ  დაიბანეთ ხელები.

ჭიმვადი საკვები სტრეჩი

თუ სტრეჩს მაცივარში შეინახავთ და შემდეგ გამოიყენებთ, დროს და ენერგიას მნიშვნელოვნად დაზოგავთ. მასთან მუშაობა სიცივის ზემოქმედების ხარჯზე გაცილებით მარტივია.

მწიფე ავოკადო

ეს ხილი ჩვენს მაღაზიებში ხვდება დაუმწიფებელი. მას კრეფენ ჯერ კიდევ მწვანეს, რათა ტრანსპორტირებისას მოასწროს დამწიფება. ავოკადო მოათავსეთ ფქვილიან კონტეინერში და დაახურეთ თავზე, ფქვილი დაეხმარება მას დამწიფდეს უახლოეს ვადებში.

ზედმეტი ცხიმის მოშორება

თუ წვნიანი ზედმეტად ცხიმიანი გამოგივიდათ, ცხელ ქვაბში ჩაყარეთ ყინულის კუბიკები. ამის შემდეგ მთელი ცხიმი ზედაპირზე ამოტივტივდება და კოვზით მის მოცილებას მარტივად შეძლებთ.

ხელებიდან ცუდი სუნის მოშორება

ამ პრობლემას ეფექტურად ამარცხებს საკვები სოდა და ლიმონის წვენი.

სამზარეულოს დაფის გაწმენდა

ზოგჯერ მისი გაწმენდა სარეცხი საშუალებით ძალიან რთულია, ამიტომ სჯობს გამოიყენოთ მარილი და ლიმონი. დაფას წაუსვით მარილი და 20 წუთის შემდეგ ის ჩამორეცხეთ ლიმონის წვენით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე