ხვალ მივდივართ ბუნებაში მწვადის შესაწვავად და მოვამზადე კიტრები ბოთლში

34 views

ბოთლში დამარინადებული კიტრები- მარტივი და გემრიელი ხემსია. მათ მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ.

ინგრედიენტები

  • 4-5ც კიტრი
  • 2 ს.კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს.კ სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ თაფლი ან შაქარი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ცოცხალი კამა გემოვნებით

მომზადების წესი

1.მოაჭერით კიტრებს ბოლოები და 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

2.მოამზადეთ მარინადი. ამისათვის შეურიეთ ერთმანეთს 2 კოვზი სოიოს სოუსი და მზესუმზირის ზეთი.

3. მარინადში ჩააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი.

4.ჭურჭელში მოათავსეთ 1 კოვზი თაფლი, მარილი, წიწაკა და დაქუცმაცებული ნიორი, სურვილის შემთხვევაში,  წვრილად დაჭრილი ცოცხალი კამა, კარგად მოურიეთ ინგრედიენტები.

5. ჩააწყვეთ კიტრები ქილაში, საკვებ კონტეინერში ან ბოთლში, როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული.

6. კიტრის ნაჭრებს დაასხით მარინადი და კარგად აანჯღრიეთ ჭურჭელი.

7. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით.

8. გემრიელად მიირთვით და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე