ჭრიჭინას სიმღერით ამინდს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრზე უკეთ ვპროგნოზირებ

28 views

ოდესღაც იაპონელები ჭრიჭინებს იჭერდნენ და ეზოში მოჰქონდათ, რომ მათ სახლი ძაღლების ნაცვლად დაეცვათ. სახლის მფლობელი მისთვის სპეციალურ, პატარა სახლუკას აკეთებდა. ჭრიჭინაც ეგუებოდა და ყოველ ღამე მღეროდა. ჭრიჭინას სიმღერის ფონზე სახლის მეპატრონეები იძინებდნენ. როცა სახლს უცხო ადამიანი უახლოვდებოდა, ჭრიჭინა ჩუმდებოდა. სიჩუმისგან იაპონელები იღვიძებდნენ და დაუპატიჟებელ სტუმართან შესახვედრად გამოდიოდნენ.ჭრიჭინას შესახებ ბევრი ნიშანი არსებობს. დღეს Oxotv მათ შესახებ გიამბობთ, მაგრამ ჯერ გასწავლით, როგორ განსაზღვროთ ამინდი ჭრიჭინას სიმღერით. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჭრიჭინა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თერმომეტრი და ამინდის განმსაზღვრელი სინოპტიკოსის გარეშე.

ჭრიჭინას სიმღერა

მე-19 საუკუნის ბოლოს ფიზიკოსმა, ამოს დოლბერმა შეიმუშავა ფორმულა, რომლის გამოყენებით ჭრიჭინას ჭრიჭინით ჰაერის ტემპერატურას განსაზღვრავდა. დოლბერის კანონი სხვა მეცნიერებმა ცდებით დაამტკიცეს. მათ დაადასტურეს, რომ ჭრიჭინა ბუნებრივი თერმომეტრია.

ჭრიჭინის ჭიკჭიკის სიხშირით ჰაერის ტემპერატურა შეგიძლიათ დაადგინოთ. დოლბერი ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურაზე გათვლებს აკეთებდა. 60 გრადუს (15 გრადუსი ცელსიუსი) ფარენჰეიტზე ჭრიჭინა წუთში 80-ჯერ ჭიკჭიკებდა. 70 გრადუსზე (21 გრადუსი ცელსიუსი) წუთში 120-ჯერ. როცა ტემპერატურა 50 გრადუსამდე (10 გრადუსი ცელსიუსი) ეცემოდა, ჭრიჭინა წუთში მხოლოდ 40 სიგნალს უშვებდა.

ბიოლოგებმა და ენტომოლოგებმა ფორმულა დაამტკიცეს. 1948 წელს მას დოლბერის კანონი უწოდეს. კონკრეტულ მომენტში ჰაერის ტემპერატურის დასადგენად დათვალეთ, რამდენჯერ დაიჭიკჭიკებს ჭრიჭინა 15 წამში. შემდეგ ამ რიცხვს 37 დაუმატეთ. მიიღებთ ჰაერის ტემპერატურას ფარენჰეიტში. ცელსიუსზე რომ გადაიყვანოთ, უბრალოდ საწყის რიცხვს 32 გამოაკელით და 1,8–ზე გაყავით.

ნიშნები ჭრიჭინაზე

ითვლება, რომ ჭრიჭინა ოჯახის კეთილდღეობის მფარველია. მწერის განადგურება არ შეიძლება, რადგან ასე შეიძლება უბედურება თავს დაგატყდეთ. მოკლედ, არის ნიშნები, რომლებიც ამბობს, რომ სახლში ჭრიჭინა ბედნიერების ნიშანია, სხვები კი უბედურებას გვაფრთხილებენ:

  1. ჭრიჭინა ორსული ქალის სახლში ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას და მარტივ მშობიარობას ნიშნავს.
  2. თუ ჭრიჭინა სამუშაო ადგილზე მოგესალმათ, კარიერულ კიბეზე წინსვლას ელოდეთ.
  3. თუ ჭრიჭინა სახლში დაფრინავს, ეს ხანძრის ნიშანია.
  4. ამბობენ, რომ ჭრიჭინა დაქვრივებულ ქალს უბედურებისგან იცავს, რადგან ჭრიჭინაში გარდაცვლილი ქმრის სული სახლდება.
  5. თუ ჭრიჭინა დილით ჭრიჭინებს, ეს სახლში კამათს ან დაშორებას მოასწავებს.
  6. თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ჭრიჭინას ჭიკჭიკის ხმა სწრაფად გამოჯანმრთელებას ატყობინებს.

მიზეზი, რატომ არ ღირს ჭრიჭინას მოკვლა ბაღში: ჭრიჭინები ბაღის მავნებლებს იჭერენ. მათი კალიებისგან გარჩევა უნდა ისწავლოთ. ყურადღება მიაქციეთ ულვაშებს და საჭიკჭიკო აპარატს. ჭრიჭინას გრძელი ულვაში აქვს, როგორც ტანი, ხოლო ჭრიჭინებს, ძირითადად, ფრთებით. კალიას მოკლე ულვაში აქვს და უკანა ფეხებით ჭიკჭიკებს. ჭრიჭინას ჭიკჭიკის ხმა – ბუნებაში ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნოა, ის ღამით დაძინებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ბევრი ინტერნეტში ჭრიჭინას ჭიკჭიკს ეძებს და ზარის მელოდიად აყენებს. თქვენ გიყვართ ჭრიჭინას სიმღერის მოსმენა?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე