მიმოიხედეთ და გაარკვიეთ, თუ რა გიშლით ხელს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში

200 views

ოდესმე თუ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, როგორ იპოვოთ მთელი ცხოვრების სიყვარული და შეინარჩუნოთ იგი ? გთავაზობთ სწრაფ ონლაინ-ტესტს სურათის საშუალებით, რომლის მიხედვითაც ისაზღვრება პრობლემური ზონები პირად ცხოვრებაში.

როგორ ვიპოვოთ სიყვარული?

უბრალოდ, ყურადღებით დააკვირდით სურათს. მასზე დაშიფრულია 4 ძირითადი გამოსახულება. შეეცადეთ ისინი გამოყოთ საერთო კომპოზიციიდან.

დაბმული ადამიანი – თუ პირველ რიგში თქვენს მხედველობის ველში მოხვდა დაბმული ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია თქვენი შინაგანი “მე”.

ყურადღების აქცენტირება სურათის ამ ელემენტზე მიუთითებს ღრმა შინაგან კონფლიქტზე. სწორედ ეს გიშლით ხელს შესაფერისი ადამიანის პოვნაში. შედეგად, ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებამდე გაანალიზეთ საკუთარი სურვილები და ფასეულობები.

მოწნული ღობე – თუ თქვენი ყურადღება პირველ რიგში მიიპყრო შემოსაზღვრულმა ღობემ, ეს ნიშნავს, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ზედმეტად ჩაკეტილი ხართ.

შესაძლოა, წარსულის მტკივნეული გამოცდილება არ გაძლევთ საშუალებას გახსნილი იყოთ ადამიანებთან. არაა გამორიცხული, რომ ხასიათის ეს შტრიხი დაბადებიდანვე აღგენიშნებათ. ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ეს განცალკევება გიშლით ხელს რომანტიკული ურთიერთობის აწყობაში.

ნავი – მათ, ვინც პირველად ნავის გამოსახულება შეამჩნია, უნდა გადახედონ საკუთარ მოთხოვნებს მომავალი პარტნიორის მიმართ. თქვენი მზერა ტყულად არ შეჩერდა სურათის ზედა ნაწილზე, სავარაუდოდ, ცხოვრებაში ყველას ზემოდან უყურებთ.

დროა შეეგუოთ მწარე სიმართლეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასეთი პიროვნების ძიების პროცესში, შესაძლოა რეალურმა ადამიანებმა გვერდი აგიარონ.

თავის ქალა – თავის ქალაზე ყურადღების გამახვილება მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება სხვების ტოტალური კონტროლის გარეშე არ წარმოგიდგენიათ.

თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ მშვიდად დატკბეთ ურთიერთობით მუდმივი მღელვარების გამო. გეჩვენებათ, რომ მოდუნების შემთხვევაში ყველაფერი აირევა. ნამდვილი სიყვარული რომ იპოვოთ, ამისათვის უნდა მიენდოთ სამყაროს.ვიმედოვნებთ, რომ ეს ტესტი თქვენთვის სასარგებლო იყო და უახლოეს მომავალში იპოვით ადამიანს, ვის გვერდითაც იქნებით ჭირსა თუ ლხინში.

როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნასა და შენარჩუნებაში? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე