სუნთქვა „4-4-4-4“ ექიმი რაჰულისგან, რომ ტვინი ისე კარგად მუშაობდეს, როგორც 25 წლის ასაკში

56 views

ექიმები დაუღალავად იმეორებენ, რომ ომეგა 3 ტვინის აქტივობაზე დადებითად მოქმედებს. ეს სიმართლეა! ბევრი პროდუქტი ჩვენს მთავარ პროცესორს მხარს უჭერს. იცით თუ არა, როგორ გააუმჯობესოთ ტვინის მუშაობა სუნთქვის დახმარებით?ყველაფერი სწორია. არა ძვირადღირებული ვიტამინებით ან რთული ვარჯიშებით. ყველაფერი, რაც გჭირდებათ: დღეში 10 წუთი და ცოტა ინფორმაცია, როგორ მუშაობს ჩვენი სუნთქვა.

სუნთქვა ტვინისთვის

ამ ტექნიკის შესწავლა და პრაქტიკაში აქტიურად გამოყენება ამერიკელმა ნეიროქირურგმა რაჰულ ჯანდიალმა დაიწყო. ტექნიკა მას არ გამოუგონია, მაგრამ სუნთქვასა და კვების ჩვევებზე მთელი სამკურნალო პრაქტიკა ააგო. მისი დახმარებით ინსულტის და ალცჰაიმერის განვითარების შემდეგ ტვინის მუშაობას აღადგენთ.პრაქტიკა სასარგებლოა, თუნდაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყოთ. გქონიათ შემთხვევა, როცა სიტყვა ენის წვერზე გაქვთ, მაგრამ ვერაფრით იხსენებთ? ან ქუჩის სახელი, სადაც ხშირად დადიხართ, თავიდან ქრება? მსგავსი რამ ხშირად ხდება და მიზეზი მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ნეირონების კავშირების დარღვევაა.

ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება ქვეითდება, კავშირები წყდება. რაჰულ ჯანდიალა მოგიწოდებთ, ეს სიბერეს არ მიაწეროთ. ტვინი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე ჭკვიანი ორგანოა და მისი განვითარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მთავარია, ამის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

სუნთქვა 4-დან 4-მდე

ნეიროქირურგი თავის წიგნში „ნეიროფიტნესი ან ტვინი პროდუქტიული ცხოვრებისთვის“ უძველეს სუნთქვით პრაქტიკას აღწერს. მას იოგები და ბუდისტი ბერები 2500 წელია იყენებენ.მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რიტმული სუნთქვა ნუშისებრი სხეულის მუშაობას სტიმულირებს. ასე სტრესს ადვილად გადაიტანთ და ნერვული ბოჭკოების ზრდას ხელს შეუწყობთ. ანალიზი და ინფორმაციის ათვისება სწრაფად ხდება. სწორი სუნთქვა საღი გონების და ტვინის ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. როგორ მივაღწიოთ?

  • 10 წუთი თავისუფალი დრო გამოყავით.
  • ტელეფონი და სხვა გაჯეტები გვერდზე გადადეთ, რომლებმაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტონ. ამ ვარჯიშში კონცენტრაცია მთავარია.
  • კომფორტულად მოეწყვეთ. ლოგინზე დაწექით, სავარძელზე ან იატაკზე დაჯექით. მთავარია, რომ კომფორტულად იყოთ.
  • 4 დათვლაზე ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ. გონებაში 4-მდე დაითვალეთ.
  • ამის შემდეგ სუნთქვა შეიკავეთ და კვლავ 4-მდე დაითვალეთ.
  • 4 დათვლაზე ნელ–ნელა ამოისუნთქეთ. ეს რითმი 5-10 წუთის განმავლობაში გაიმეორეთ.

რაზე იფიქროთ სუნთქვის დროს? სუნთქვაზე. დათვლაზე და ღრმად სუნთქვაზე მაქსიმალურად კონცენტრირდით. თავიდან ფიქრები ხელს შეგიშლით. ვარჯიშის არსი იმაშია, რომ ეს გადართვა შეამჩნიოთ და გონებით დათვლას დაუბრუნდეთ. რიტმული სუნთქვა არ დაგავიწყდეთ.ვარჯიში ყურადღებას და კონცენტრაციას ავითარებს. პასუხის პოვნა და გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდებათ. რაჰულ ჯანდიალა გირჩევთ, ყოველდღიური ვარჯიში შიმშილის ინტერვალებით გამოიყენოთ. ეს მარტივი მეთოდით გააკეთეთ: კვირაში 2–ჯერ საუზმე გამოტოვეთ.

ეს ის შემთხვევა არაა, როცა დაპირებული ეფექტი 1-2 კვირაში გამოჩნდება. უკვე პირველივე ვარჯიშის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. ბოლოს და ბოლოს, ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებთ. ამას იმწამსვე იგრძნობთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე