რას აკეთებდნენ იაპონელი გეიშები ლამაზი სხეულისთვის: მხოლოდ 4 ვარჯიში 3 წუთში

75 views

თითოეულ ჩვენგანს მარტივი და ეფექტური ფიზიკური ვარჯიშების ნაკრების შერჩევა სურს. ასეთი სისტემა იაპონიაში 1933 წელს დაიბადა და მაკკო–ხო ეწოდა.მაკკო–ხო ვარჯიშია, რომელსაც უკუჩვენებები არ აქვს. ჩვენს დროში მისი პოპულარობა იაპონიის საზღვრებს გასცდა. ტანვარჯიშის ნაკრები 4 ძირითადი ვარჯიშისგან შედგება. მათი დახმარებით ხერხემლის გასწორებას, ფეხის სახსრების მოძრაობის აღდგენას, სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის დაბერების შეფერხებას შეძლებთ. თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, Oxotv გირჩევთ არჩევანი მაკკო–ხო–ზე შეაჩეროთ.

ვარჯიშის თავისებურებები და შესრულების წესი

ნაკრები 4 ვარჯიშისგან შედგება, რომელთა შესრულებას ფიზიკური მომზადების ნებისმიერი დონის ადამიანი შეძლებს. თითოეული ვარჯიში 3 წრეზე უნდა შეასრულოთ და თანდათან 10-მდე ახვიდეთ.

ვარჯიში 1 – იატაკზე დაჯექით, ზურგი გამართეთ. მუხლები გვერდებზე გაშალეთ, ტერფები შეაერთეთ და თქვენკენ მიიწიეთ. ტერფები ხელისგულებით დაიჭირეთ. ამოსუნთქვაზე თანდათან წინ გადაიხარეთ. სცადეთ, რომ თავით იატაკს შეეხოთ. ამის შემდეგ, ასევე ნელა, ჩასუნთქვაზე საწყის პოზას დაუბრუნდით.

ვარჯიში 2 – სწორად დაჯექით, ფეხები თქვენ წინ გაშალეთ. ტერფები თქვენკენ დაჭიმეთ და წვივების დაჭიმვა იგრძენით. ისე, რომ ფეხები იატაკიდან არ ასწიოთ და მუხლები არ მოხაროთ, ჩასუნთქვაზე ნელ–ნელა წინ გადაიხარეთ, ამასთან გამართული ზურგი შეინარჩუნეთ.

ვარჯიში 3 – იატაკზე სწორად დაჯექით, ფეხები გვერდებზე მაქსიმალურად გაშალეთ. თითის წვერები თქვენკენ დაჭიმეთ. ფეხები იატაკიდან არ ასწიოთ და მუხლები არ მოხაროთ. ზურგი გამართული გქონდეთ. ამ პოზაში თანდათან წინ გადაიხარეთ. შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით.

ვარჯიში 4 – მუხლებზე დადექით. ტანით ქუსლებს შორის დაჯექით, ზურგი გამართეთ. ამოსუნთქვაზე ნელ–ნელა უკან გადაიხარეთ და ტანი წინამხრებით დაიკავეთ. შემდეგ მწოლარე პოზაში ხელები თავს ზემოთ გაჭიმეთ. თითოეული კუნთის სრულად მოდუნება სცადეთ. ყურადღება სუნთქვაზე გაამახვილეთ. ზომიერად და ღრმად ისუნთქეთ. ამ პოზაში 1 წუთით გაჩერდით. შემდეგ თანდათან საწყის პოზიციას დაუბრუნდით.

თავიდან კუნთები ასეთ აქტივობას ეგუება და მნიშვნელოვანია, რომ სასიამოვნო შეგრძნება შეინარჩუნოთ. დროთა განმავლობაში, თითოეულ ვარჯიშს მთელი ძალისხმევით შეასრულებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე