აგვისტოს ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

190 views

ზაფხულის ბოლო თვე წარმატების მომტანი იქნება მათთვის, ვინც შეძლებს სიმშვიდისა და გონიერების შენარჩუნებას.  უფრო კარგად რომ გაერკვეთ, ცხოვრების რომელ სფეროზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, გთავაზობთ უზუსტეს პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი – თვის პირველ ნახევარში წარმატება იქნება ამ ნიშნის წარმომადგენლების თანმდევი შემოქმედებასა და განათლებაში. რეკომენდირებულია მეტი დრო დაუთმონ სამსახურსა და ახლობლებს, სახლის საქმეები არ  გადადონ. არსებობს რისკი იმისა, რომ მოტყუებულნი დარჩნენ.

კურო – კურო მთელი თვის განმავლობაში დაკავებული იქნება ოჯახური და სამსახურეობრივი საქმეებით. ასევე აგვისტო მისთვის იქნება აქტიური დასვენების პერიოდი, არ დაკარგავს აქტუალურობას გარეგნობასა და სილამაზესთან დაკავშირებული საკითხები, არსებობს დაორსულების ალბათობა.

ტყუპები – ტყუპების ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იქნება ოჯახური საქმეებისა და რემონტისაკენ. სჯობს სამოგზაუროდ გაემგზავრონ მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან. შესაძლოა ისინი შეხვდნენ მონათესავე სულს.

კირჩხიბი – კირჩხიბისთვის აგვისტო წარმატების მომტანი იქნება ფინანსური კუთხით. ასევე ხარჯებიც საკმაოდ ბევრი ექნება. აგვისტო გაჯერებული იქნება ახალი ურთიერთობებით, მგზავრობებით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. კირჩხიბი ყურადღებით უნდა იყოს,  შესაძლოა იყოს გაქურდვის მცდელობები.

ლომი – აგვისტოში ამ ნიშნის წარმომადგენლების რჩევებს ხალხი ყურს მიუგდებს და გაითვალისწინებს. დაბადების დღე მათ უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების გარემოცვაში უნდა აღნიშნონ. ასევე ეს კარგი პერიოდია ოჯახური ბიუჯეტის შესავსებად.

ქალწული – ზაფხულის ბოლო თვეში ქალწულები დიდ დროს დაუთმობენ ოჯახისა და სამსახურის საკითხებს. მათ უნდა დაიცვან მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, ზედმეტად არ უნდა გადაიტვირთონ. ადამიანები მიაქცევენ ყურადღებას მათ გემოვნებასა და გარეგნობას. აგვისტოში ისინი შეხვდებიან ახალ ადამიანებს.

სასწორი – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ ბევრი სამუშაო,  ასევე მათ გაახარებთ შვილები. აგვისტოში ისინი შეძლებენ მეტი ფულის შოვნას და გაეზრდებათ ხარჯებიც. საჭიროა, რომ  დრო დაუთმონ მეგობრებს.

მორიელი – საუკეთესო პერიოდია მომავალი ცხოვრების დასაგეგმად, წინასწარ გაწერეთ ყველა გლობალური მიზანი და ასევე პატარა ნაბიჯებიც. აგვისტოში ბევრი მორიელი დაკავებული იქნება ნათესავების საქმეებით. კრიტიკულ მომენტებში გახსოვდეთ, რომ თქვენს დასახმარებლად ყოველთვის მოვლენ მეგობრები.

მშვილდოსანი – აგვისტოს პირველი ნახევარი- წარმატებული პერიოდია სამსახურის საქმეებისთვის. შინაგანი ენერგია მიმართეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობისკენ, იფიქრეთ შემოსავლის ახალ წყაროებზე, ელოდეთ მეგობრებისგან დახმარებას.

თხის რქა – ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის აგვისტო დიდი გარდატეხებისა და ცვლილებების პერიოდია. ეს კარგი დროა სწავლის დასაწყებად და ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად.

მერწყული – ზაფხულის ბოლო თვეს მაქიმალური ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ოჯახს. შვილები თავიანთი წარმატებებით აუცილებლად გაგახარებენ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღებას დაიმსახურებთ.

თევზები – თევზებს ბევრი საქმეები დაატყდება თავს, რომლებიც უმეტესად ოჯახთან იქნება დაკავშირებული. გარშემომყოფები მათგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ. იცოდეთ, რომ ყველაფერთან გამკლავებას დამოუკიდებლად შეძლებთ.

2021 წლის აგვისტოს ზუსტი პროგნოზი ასე ჟღერს : ” ამ პერიოდში ჩადებული იქნება მოვლენები, რომლებიც გამოიწვევს ცვლილებებს სექტემბერსა და შემოდგომის დანარჩენ პერიოდში. ეცადეთ, გამონახოთ შესაძლებლობა და დაისვენოთ წლის მეორე ნახევრამდე. მომავალში ძალები და ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ”.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე