რა მოხდება, თუ მუჭა საზამთროს თესლს მდუღარე წყალში ჩაყრით

by თეა გუბელაძე
81 views

ჩვენთან საზამთროს თესლი, გოგირდის თესლისგან განსხვავებით, დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. სულ ტყუილად! ეს ხომ ღირებული მიკროელემენტების წყაროა და ისეთივე სასარგებლოა, როგორც ნაყოფი. სწორედ ამიტომ, სანამ სასწაულ თესლს სანაგვე ყუთში გადაყრით,  Oxotv-ის სტატია წაიკითხეთ. შესაძლოა, მათ სულ სხვა თვალით შეხედოთ.

საზამთროს თესლი – International Journal of Nutrition and Food Sciences–ის ინფორმაციით, საზამთროს თესლს შეუძლია თქვენი რაციონი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებით გაამდიდროს, რაც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.

როგორც ყველა კაკალი და თესლი, საზამთროს თესლი ორგანიზმს ამდიდრებს ცილებით, ვიტამინებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, სპილენძით, კალიუმით და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებით. ერთი მუჭა საზამთროს თესლი მაგნიუმის დღიურ ნორმას და თუთიის 80%–ს მოგცემთ.კაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თუთია მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის სინთეზში აქტიურად მონაწილეობს. სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულის გაძლიერება სურთ, რადგან თესლის რბილობი „გულის“ ელემენტებს, მაგნიუმს და კალიუმს შეიცავს.

საზამთროს თესლის ნახარში

როგორც საზამთროს რბილობი, ასევე თესლი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. თესლისგან მომზადებული სასმელი ორგანიზმს წიდებისგან წმენდს, წყალი–მარილი ბალანსს არეგულირებს, წნევას ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 40 გრ უმი საზამთროს თესლი
  • 1 ლ წყალი
  • 150 გრ საზამთროს რბილობი (სურვილისამებრ)

მომზადება:

  1. 1 ლ წყალი ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით.
  2. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, სანაყში ან ხორცსაკეპში დაქუცმაცებული საზამთროს თესლი ჩაყარეთ.
  3. ნარევი სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ.
  4. ცეცხლიდან გადმოდგით და კიდევ 1 საათით დააყენეთ.
  5. ნახარში გადაწურეთ და შესაფერის ჭურჭელში გადაიტანეთ.
  6. სასმელი გემრიელი რომ იყოს, დაჭრილ საზამთროსთან ერთად დააბლენდერეთ.
  7. პირველი ფინჯანი სასმელი საუზმობამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. თითო ჭიქა სასმელი დღეში 3–ჯერ დალიეთ.

ყავა საზამთროს თესლით

ეს ნამდვილი ყავა არაა, მაგრამ ერთგვარი სმუზია, რომელიც გემოთი და არომატით გამამხნევებელ სასმელს ჰგავს.

ინგრედიენტები:

  • 1 ნაწილი საზამთროს თესლი
  • 2 ნაწილი საზამთროს წვენი

მომზადება:

  1. საზამთროს თესლი და წვენი ბლენდერის ჭიქაში აურიეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ წვენი, რომელიც დიდი რბილობის დაჭრის შემდეგ რჩება. მოცულობის თანაფარდობით წვენი 2–ჯერ მეტი უნდა იყოს.
  2. ყავისფერი ერთგვაროვანი ნაღების მსგავსი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. მარლაში ან წვრილ საწურში გადაწურეთ, რომ თესლის მყარი ნაწილები მოაშოროთ.
  4. მიღებული სასმელი შეუძლებელია რამეს შეადაროთ. გეტყვით, რომ ეს რაღაც სქელი, ტკბილი, მსუბუქი ნაღების და ყავის გემოს სასმელია.
  5. გემრიელად მიირთვით!

როგორ მივიღოთ საზამთროს თესლისგან მაქსიმალური სარგებელი – საზამთროს თესლი მაქსიმალურად სასარგებლო რომ გახდეს, უნდა გაზარდოთ.  ამისთვის საზამთროდან ამოიღეთ და კარგად გააშრეთ. შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ.

საშუალო სიღრმის ჭურჭელში მოათავსეთ და 2-3 თითის დადებაზე წყალი დაასხით. 3-4 საათით გააჩერეთ. როცა თესლის გასივებას შეამჩნევთ, სველ სალფეთქზე ერთ ფენად დააწყვეთ და ზემოდან მეორე ფენა სალფეთქი დააფინეთ.

გაღვივების პროცესში საზამთროს თესლი თავის მუქ ქერქს მოიშორებს. გაღვივება თესლის გადამუშავებას ამარტივებს და მის კვებითი ღირებულებას ზრდის. გაღვივებული თესლი ღუმელში გამოაშრეთ, რომ საოცარი ვიტამინების დანამატი მიიღოთ სმუზის, სალათის, ფაფის, მიუსლის და გრანოლასთვის. რთული დასაჯერებელია, მაგრამ სწორად მომზადებული საზამთროს თესლი უფრო მეტ ცილას და მინერალს შეიცავს, ვიდრე გოგრის, მზესუმზირას თესლი და ნაქები ნუში.

საზამთროს თესლი, როგორც ჯანმრთელობის გამაძლიერებელი და ვიტამინების დანამატი, ჩვენს მენიუში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ის სასწაული სუპერფუდი არაა, რომელიც ჯანმრთელობას ერთ წამში გააძლიერებს. ჯანმრთელმა ადამიანმა დაბალანსებულ კვებასთან კომბინაციაში საკვებ დანამატად უნდა განიხილოს. თუ საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ, მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ მიიღეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე