ცოლ–ქმარი 20 წელი ერთად ისე ცხოვრობდა, როგორც უცხო ადამიანები

by თეა გუბელაძე
1,273 views

ხშირად დაფიქრებულხართ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ადამიანი, ვისთანაც თითქმის ნახევარი ცხოვრება გვერდიგვერდ გაატარეთ. რამდენად ხშირად ეუბნებით საყვარელ ადამიანს გამამხნევებელ სიტყვებს და ეხმარებით? როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის უფრო ხშირად გაკეთება ღირდა? Oxotv დღევანდელი ისტორიით შეგახსენებთ იმას, რაც მოსიყვარულე ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ერთ დღეს გაღვიძებულმა არ გააცნობიეროს, რომ 20 წელი ქორწინებაში უცხო ადამიანთან გაატარა.

მოსიყვარულე ახლობელი – იმის მიუხედავად, რომ გარეთ მშვენიერი ამინდი იდგა და ბულბულები ჭიკჭიკებდნენ, ვერამ საზიზღარ განწყობაზე გაიღვიძა. ძლივს გახელილი თვალებით ქმარს გადახედა, რომელიც გვერდით მშვიდად ფშვინავდა, და გაიფიქრა, თუ რამდენად უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ეს კი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

დღეს ადრე ადგომას და ბაზარში პროდუქტების საყიდლად ერთად წასვლას აპირებდნენ. მაგრამ კვლავ ჩაეძინათ, როგორც ყოველთვის დასვენების დღეებში. „კიდევ რამდენიმე საათი და მზეზე მოგვიწევს გარეთ გასვლა. ეს ზარმაცი უნდა გავაღვიძო“ – ნერვიულად ჩაიჩურჩულა ვერამ და ნათქვამის განხორციელება დაიწყო. ქმარმა მთქნარებით დაიყვირა: „შენთან სიმშვიდე არ მაქვს! სად ჩქარობ ამ კვირა დღეს? დასვენებაა. უნდა დავიძინო“. ვერას მისი გადარწმუნების არც სურვილი და არც დრო არ ჰქონდა. დღე უკვე საათების მიხედვით გაწერილი ჰქონდა.

„ზოგისთვის დასვენების დღე, ზოგისთვის დაუთოება, რეცხვა, საჭმლის მომზადება, დალაგება. ახლა კიდევ საყიდლებზე მარტო წასვლა. კარგია, რომ ბავშვები მაინც სამშაბათამდე ბებიასთან არიან. საუკუნეში ერთხელ დახმარება სთხოვა და ისიც ვერ მიიღო!“ – გაიელვა ჩვენი გმირის თავში, სანამ უძირო ჩანთის ძირში გასაღებებს ეძებდა.

როცა ვერამ შემოსასვლელი კარი მოიხურა, ქმარი, არჩილი უხალისოდ წამოდგა და სამზარეულოში გავიდა „მოვა და კვლავ წუწუნს დაიწყებს“ – ამოიოხრა და ახალი მოხარშული ყავა ფინჯანში ჩაასხა. კიდევ ერთ დასვენების დღის გატარება კამათსა და ცოლის პრეტენზიების მოსმენაში არ სურდა. სწორედ ამიტომ, უფრო მშვიდ ადგილას, მეგობარ მიშასთან, წასვლა გადაწყვიტა.

ვერამ პროდუქტები იყიდა და სასწრაფოდ სახლში წამოვიდა. სადარბაზომდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, რომ მოულოდნელად ფეხებში ძალა წაერთვა და თვალები დაუბნელდა. წამებში ვერა მიწაზე უგონოდ იწვა. მეზობელმა, რომელიც ახლახანს სასეირნოდ გამოვიდა, სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა გადაღლილობის დიაგნოზი დაუსვეს და საწოლის რეჟიმის დაცვა ურჩიეს. შემდეგ ჩვენი გმირი ბინაში აიყვანეს.

გაბრწყინების მომენტი – არჩილი წასვლას აპირებდა, რომ ზღურბლზე ფერმკრთალი ცოლი გამოჩნდა, რომელიც ექთნებს და მეზობელს მოყავდათ. ამ სურათის შემხედვარე ისე ძალიან შეეშინდა, თითქოსდა გული საგულედან ამოვარდებოდა ან საერთოდ გაჩერდებოდა. ვერა ხელში აიყვანა და გამოკითხვა დაუწყო, თუ რა მოხდა. დეიდა ლიანამ, მეზობელმა, ყველაფერი მოუყვა და როგორც იქნა, არჩილმა გააცნობიერა, როგორი სულელი იყო მთელი ეს წლები, რომ საყვარელ ადამიანს არ აფასებდა. იმ დღიდან მთელ თავისუფალ დროს არჩილი საყვარელ მეუღლეს უთმობს. საოჯახო საქმეები თანაბრად გაიყვეს. ამიერიდან, მეუღლეებმა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი პატივისცემის გამოჩენა დაიწყეს. გააცნობიერეს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობლების სიყვარულია.

რა არის თქვენთვის ცხოვრებაში მთავარი? რამდენ დროს უთმობთ საყვარელ ადამიანს? რას ფიქრობთ, რომ პირდაპირ ახლა დაურეკოთ და შეახსენოთ, თუ როგორ ძლიერ გიყვართ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე