ამოცანა, რომელიც გონებას წარმოუდგენლად მკვეთრს ხდის

by თეა გუბელაძე
46 views

პატარა ამოცანების გადაჭრით ლოგიკის გაწვრთნა ტვინისთვის შესანიშნავი ვარჯიში და სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობაა. დღეს Oxotv გთავაზობთ ამოცანებს, რომელიც ასაკთან კავშირშია. მაგალითად, რამდენიმე წლისაა ძმა, თუ მე, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. ამოცანებზე გადავიდეთ.

რამდენი წლისაა ძმა – „როცა 4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ჩემზე ორჯერ ახალგაზრდა იყო. ახლა 18 წლის ვარ. რამდენი წლისაა ჩემი ძმა?“

თითქოსდა რთული არაფერია, მაგრამ გვაბნევს ის, რომ ასაკი ცვალებადია და ყოველთვის იცვლება. ამასთან მარტივი შესამჩნევია, თუ „რამდენჯერ“ იცვლება ასაკთან ერთად. ზოგიერთი ამ ფაქტს არ ითვალისწინებს და არასწორ პასუხს „9“–ს ამბობენ.ჩვენ ასეთ ელემენტარულ შეცდომას არ დავუშვებთ და უმცროსი ძმის ასაკის გამოთვლით დავიწყებთ, როცა უფროსი ძმა 4-ის იყო. 2-ჯერ ახალგაზრდა, ვყოფთ 2-ზე. 4:2=2 წლის.

ახლა გამოვთვალოთ, რამდენი წელი გავიდა. 18–4=14 წელი. თუ უმცროსი ძმა 2 წლის იყო და 14 წელი გავიდა, ახლა 16 წლისაა. ესეც ასე, ამოცანა ამოხსნილია. უფროსი ძმარ 18 წლისაა, ანუ უმცროსი – 16 წლის.

რამდენი წლის შემდეგ იქნება ბაბუა ორჯერ უფროსი შვილიშვილზე? – უნარის გასამტკიცებლად კიდევ ერთი მსგავსი ამოცანა ამოვხსნათ. აქ, ცოტა უფრო რთული ამოსახსნელია.დავიწყოთ: ქეთი 14 წლისაა, ხოლო მისი ბაბუა ლადო – 56 წლის. რამდენი წლის შემდეგ იქნება ბაბუა შვილიშვილზე 2–ჯერ უფროსი. რამდენი წლის იქნებიან მაშინ შვილიშვილი და ბაბუა?

რთული გასაგებია, რა გავაკეთოთ. დავიწყოთ იმით, რაც გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი წლით არის უფროსი ბაბუა შვილიშვილზე. 56-14=42 წლის. რას გვაძლევს? რაღაც, მაგრამ ჯერ უცნობია რას.

კარგი, სხვა გზით წავიდეთ. განტოლება გავაკეთოთ. დავუშვათ, ბაბუა შვილიშვილზე 2–ჯერ უფროსი რაღაც X წელში გახდება. მაშინ სწორი იქნება განტოლება.

  • (56 + X) : (14 + X) = 2
  • 56 + X = 28 + 2X
  • X = 28

გამოდის, რომ კიდევ 28 წელი უნდა გავიდეს. შევამოწმოთ. 28 წლის შემდეგ ქეთი 42 წლის იქნება, ხოლო ბაბუა ლადო 84 წლის. 84:42 = 2. რაც უნდა დაგვემტკიცებინა.ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პასუხები ჩვენსას დაემთხვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამოცანის ამოხსნის ალგორითმი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. თუ უფრო მარტივი გზა იპოვეთ, გაგვიზიარეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე