ზრდილობის წესები, რომელთაც თანამედროვე ქალები იცავენ

by თეა გუბელაძე
330 views

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილად აღზრდილი ადამიანი. ის თავაზიანი და დამთმობი, მეგობრული და თავშეკავებულია. მისი ცხოვრების მთავარი პოსტულატი ასე ჟღერს: „სხვებს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ“. სამწუხაროდ, ზნეობის ეს ოქროს წესი ბევრს არ ახსოვს. ზოგჯერ კარგი აღზრდის ხარისხი მახინჯდება. საზოგადო ცნობილ ჭეშმარიტებებზე ფოკუსირებით გვავიწყდება უთქმელი წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია. დღეს Oxotv სწორედ ასეთ წესებზე გიამბობთ.

კარგი აღზრდის ხარისხი

ცნობილმა ტელეწამყვანმა და ბიზნესვუმენმა თინა კანდელაკმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა: „თანამედროვე მედია სივრცეში ეთიკური ნორმები არ არსებობს. ინტერნეტის მოსვლასთან ერთად წესები გაქრა“.

რთულია, ამას არ დავეთანხმოთ. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ისე იქცევიან, როგორც ინტერნეტში. ეს ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს. თუმცა გულწრფელად გვჯერა, რომ შეუქცევადი არაფერია. დაე, დღევანდელმა ჩვენმა ნაკრებმა ამ თემაზე დაგაფიქროთ.

ეტიკეტის უთქმელი წესები

1. პროდუქტი ადგილზე დააბრუნეთ, თუ მისი ყიდვა გადაიფიქრეთ

ეს პუნქტი ჩემი ტკივილია. მაღაზიის დახლებზე დაყრილ რძის პროდუქტებს და სხვა საქონელს ხშირად ვხედავ. რატომ ვერ ხვდებიან მყიდველები, რომ ასე არასწორი ტემპერატურის გამო პროდუქტი უბრალოდ ფუჭდება. მაღაზიის თანამშრომლებს უბრალოდ მათი ჩამოწერა მოუწევთ. თუ მსგავს რამეს ვამჩნევ, ვცდილობ, პროდუქტები იქ დავალაგო, სადაც მისი ადგილია.

2. ტრანსპორტში დიდხანს მგზავრობისას მძაფრი სუნამო არ გამოიყენოთ

ეს ეხება თვითმფრინავს, მატარებელს და უბრალო მიკროავტობუსს, რომელიც ცუდად ნიავდება. ზოგიერთი მგზავრი შეიძლება ცუდად გახდეს. მაგალითად, გაჯერებული სუნების გამო თავი ძალიან მტკვიდება. როგორც არ უნდა გიყვარდეთ პარფიუმი, დროებით არ გამოიყენოთ.

3. პატრონის ნებართვის გარეშე სხვის ძაღლს არ მოეფეროთ

მხოლოდ მან იცის, როგორ იქცევა ძაღლი ამა თუ იმ სიტუაციაში. ყველაზე საყვარელი ძაღლიც კი შეიძლება სულით ინტროვერტი იყოს. მას არ მოეწონება, რომ უცნობი ადამიანი ხელით ეხება. საერთოდ, ნებართვის გარეშე სხვისი ძაღლის მოფერება, უცნაურია.

4. დაწესებულებაში ცალკე ანგარიში მოითხოვეთ და ნუ გაინაწილებთ თანაბრად

თითქოსდა ელემენტარული წესია, მაგრამ ყველა არ იცავს. შეკვეთის თანხის თანაბრად გაყოფა მხოლოდ მაშინ ღირს, თუ ერთი და იმავე ღირებულების კერძი შეუკვეთეთ. თუ ყველას სხვადასხვა ჩეკი აქვს, ლოგიკურია, რომ თითოეულმა თავისი შეკვეთა უნდა გადაიხადოს.

5. მომსახურე პერსონალს პატივი ეცით

აგდებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებიც გემსახურებიან, უკეთეს არ გხდის. არ დაგავიწყდეთ, რომ მოლარეს, გამყიდველს ან მიმტანს მიესალმოთ. მადლობა გადაუხადეთ და ბოლოს კარგი დღე უსურვეთ. ეს ხომ მარტივია, ასე?

6. ხალხს ფულზე კითხვები არასდროს დაუსვათ

„რამდენს გამოიმუშავებ?“ – ერთ–ერთი ყველაზე უტაქტო კითხვაა. განსაკუთრებით, ნაცნობებთან საუბარში. თუმცა სჯობს ამ საკითხზე მეგობრებთან და ნათესავებთანაც იშვიათად ილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, თუ თავად არ სურთ.

7. კამათის დროს ერთი მეგობრის პოზიცია არასდროს დაიკავოთ

თქვენ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ–ერთი მეგობარი გაბრაზდება. თუ მესამე პირის აზრი აინტერესებთ, შეგიძლიათ აუხსნათ, თუ როგორ ხედავთ სიტუაციას. პიროვნებაზე გადასვლა და მეგობრის ქცევის სუბიექტურად შეფასება არ ღირს.

სხვა წესები

1. ტრანსპორტში ადგილის დათმობა თავაზიანად ითხოვეთ, თუ ეს გჭირდებათ

უბედურ მამაკაცის თავზე დგომა, კვნესა და თვალებით გაბურღვა არ ღირს. ის ექსტრასენსი არაა და ვერ მიხვდება, რომ სწორედ დღეს მძიმე დღე გქონდათ და დაიღალეთ. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან გვსურს, რომ ახალგაზრდები უფრო ენერგიულები იყვნენ, მაგრამ ჩვენი სამყარო სრულყოფილი არაა.

2. გარშემომყოფებს პატივი ეცით

თუ რიგში დგახართ, ადამიანთან ახლოს მისვლა და მის უკან სუნთქვა არ ღირს. მით უფრო, მის მობილურ ტელეფონს ნუ უყურებთ.

3. საზოგადოებრივ ადგილებს გაუფრთხილდით

მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით: ბიუჯეტურ ჰოსტელში თუ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ფასიან თუ ქალაქის სანაპიროზე. სახლიდან გასვლისას ნაგავი არ დატოვოთ, ნომრიდან ერთჯერადი ჩუსტები და კოსმეტიკა არ წაიღოთ. ტიპიური ტურისტივით არ მოიქცეთ!

რედაქციისგან

კარგი აღზრდის წესები ძალიან მარტივია. იქნებ, ამიტომაც ასე ხშირად გვავიწყდება? ჩვენს სიას თქვენი უთქმელი ქცევის წესები შემატეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე