დედა ფეოდოსია სკოპინსკაიას წინასწარმეტყველება და როგორ ვთხოვოთ მას დახმარება

1,189 views

ფეოდოსია სკოპინსკაიამ  ცხოვრების განმავლობაში ბევრი ადამიანის ბედი შეცვალა. ის უბრალოდ არ წინასწარმეტყველებდა მომავალს, არამედ ხდებოდა უკან ვერ დაბრუნების წერტილი ყველასთვის, ვისაც დახმარება სჭრიდებოდა.

ფეოდოსია სკოპინსკაია

ფეოდოსია სკოპინსკაია დაიბადა გლეხების ოჯახში 1923 წელს. სოფელში ცხორვება არ იყო მარტივი, მას დედა ადრე დაეღუპა და 5 შვილი ბედის ანაბარა დატოვა. და-ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ თავის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ერთ-ერთ ასეთ დროებით სამუშაოზე საშინელება მოხდა.

გოგონა დამხმარეებთან ერთად მილს აწყობდა სატვირთოში, როცა მანქანი ბორტი  თავზე დაეცა.  შედეგად, ნატაშა ჩავარდა ლეთარგიულ ძილში 13 წლით ! ის დამოუკიდებლად სუნთქავდა, თუმცა გამოღვიძებას ვერ ახერხებდა.

გაღვიძების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქალმა, რომელმცა წერა-კითხვა არ იცოდა, ნასწავლი ჰქონდა უამრავი რამ. მან ზეპირად იცოდა ლოცვები, რომლებიც არასოდეს წაეკითხა და ყვებოდა ისეთი ადგილების შესახებ, სადაც ნამყოფი ვერ იქნებოდა. დედაოსთან დაიწყეს სიარული ადამიანებმა რჩევის და დახმარების სათხოვნელად.

გასაკვირია, რომ დედაო არ იძლეოდა არანაირ გასაოცარ ინფორმაციას, თუმცა მისი სულის სითბო და სიძლიერე ცვლიდა მთხოვნელთა ცხოვრებას. ზოგჯერ საკმარისი იყო, რომ მას უბრალოდ ეთქვა ადამიანისთვის “ყველაფერი კარგად იქნება” . ფეოდოსია სკოპინსკაია თითქოს იყო ცოცხალი წყლით სავსე ჭა.

საკუთარი დამბლის მიუხედავად, დედაო იყო სიცოცხლით სავსე და ამას ყველას უზიარებდა. მას მუდამ უკვირდა, რატომ დადიოდნენ ადამიანები მოწყენილები. დედაო საკმაო სიმშვიდით ელოდა აღსასრულის დღეს და არ ეშინოდა მისი.

დედა ფეოდოსია სკოპინსკაიას ლოცვა

“ღმერთო, ისმინე სქიმა მონაზვნის ფეოდოსეას სიტყვები:  გვიწყალობე შენს სიკეთეში თანამონაწილეობა და მისით ტკბობა, რომელიც შენი საყვარელი შვილებისათვის მოამზადე, დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა, რამეთუ ღმერთი სამობითაა და ის ერთიანობას, განუყოფელობას განასახიერებს. იყავი კეთილმოწყალე მათ მიმართ, რომლებსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სწამთ შენი და გადიდებენ” .

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცხოვრება ადრე თუ გვიან დასრულდება.არ ღირს ამის გამო წუხილი. სჯობს დავტკბეთ მშვენიერებით, რომელიც ყოველ წამს ხდება. ყური უგდეთ დედაოს და არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე