როდის უნდა გამორთოს მძღოლმა გამათბობლის ვენტილატორი?

25 views

კარგი გამათბობელი ავტომობილში- კომფორტული მგზავრობის გარანტიაა. ზაფხულის ცხელ დღეებში მანქანის ზედაპირზე მარტივად შეიძლება კვერცხის შეწვა. ცხადია, უფრო კომფორტულია ჩართულ კონდიციონერთან ერთდ მოგზაურობა. ბევრი მძღოლი აქტიურად ამოწმებს გამათბობლის ვენტილატორის მუშაობას.  საინტერესოა, რომ თუ მანქანაში არ გიდგათ კონდიციონერი, გამათბობლის ძრავის ჩართვა ზოგჯერ მაინც აუცილებელია.

ავტომობილის გამათბობელი

პირველი შემთხვევა

წარმოიდგინეთ, რომ გარეუბანში მოძრაობთ მანქანით. გზა არც ისე მსუბუქია, ძალიან ცხელა და უარმავი მტვერია გარშემო. სალონში არაა კონდიციონერი. როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

პირველ რიგში, ჩართეთ გამათბობლის “სიცივის” რეჟიმი. მისი ვენტილატორი მუდმივად უნდა მუშაობდეს,თუნდაც მინიმალური სიმძლავრით. არ დაგავიწყდეთ მაქსიმალურად მინების ამოწევა. მტვრიან გზაზე სიარულისას, მანქანა მის ნაწილს გაატარებს. გამათბობლის ჩართვის შემთხვევაში, სალონის შიგნით იქმნება ჭარბი წნევა, რაც არ მისცემს მტვერს მძღოლთან მოხვედრის საშუალებას.

ასევე ვენტილატორი მუდმივად განაახლებს ჰაერს სალონის შეგნით. საინტერესოა, რომ ავტომობილის ინსტრუქციაში ეს წერია, თუმცა მძღოლების ნაწილი ამ ფაქტს იგნორირებას უკეთებს.

მეორე შემთხვევა

ახლა მოგითხრობთ სიტუაციას, სადაც გამათბობელი  ავტომობილის მხსნელია. მძღოლებს ალბათ ჰქონიათ საქმე ძრავის მომატებულ ტემპერატურასთან. თუ მოწყობილობათა პანელზე აციმციმდა ნიშანი, რაც ძრავის მაღალ ტემპერატურაზე მეტყველებს, აუცილებელია გარკვეული ღონისძეიებების გატარება მის გასაგრილებლად.

პირველ რიგში, ჩართეთ გამათბობელი მაქსიმუმზე. ამგვარად სითბოს ნაწილი გათბობის სისტემას გადაეცემა. შემდეგ ძრავის ჩაქრობის გარეშე გადმოდით მანქანიდან და თავი ახადეთ კაპოტს იმის გასარკვევად, მუშაობს თუ არა ვენტილატორი.

შემდეგ შეგიძლიათ ჩააქროთ ავტომობილი და ფრთხილად შეამოწმოთ ხელით რადიოატორი.  თუ ის გახურდა, ყურადღება მიაქციეთ ტუმბოს. ცივი რადიატორი თერმოსტატის პრობლემაზე მიათითებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილის გადახურების იგნორირება არ შეიძლება. სჯობს მალევე დააყენოთ მანქანა ავტოფარეხში და მიმართოთ პროფესიონალებს დასახმარებლად.

ფოლადის ცხენს სჭირდება მუდმივი მოვლა. ნებისმიერ სიტუაციას აქვს საკუთარი გადაჭრის გზა. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე