“იგორი” თავს შეგაყვარებთ ამ ზამთარში

72 views

მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ შეუდარებელი სალათის მომზადების რეცეპტს, რომელსაც “იგორი” ჰქვია.

სალათი პომიდვრებისა და სტაფილოსგან

ინგრედიენტები

  • 1კგ სტაფილო
  • 3კგ პომიდორი
  • 1კგ ტკბილი წიწაკა
  • 1კგ ხახვი
  • 200გ შაქარი
  • 8 ს.კ ძმარი
  • 30გ მარილი
  • 16 ს.კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ პილპილის მარცვლები

მომზადება

1.გარეცხეთ წიწაკები და სირგძივად დაჭერით. გარეცხეთ ასევე პომიდვრები და თხელ ნახევარწრეებად დაჭერით.

2.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ნახევარწრეებად. ღრმა თასში ჩაყარეთ დაჭრილი წიწაკები, პომიდვრები და ხახვი. გახეხეთ სტაფილო და ისიც დაამატეთ ბოსტნეულით სავსე ჭურჭელში.

3.ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, შაქარი და წიწაკა, მოასხით ძმარი და მზესუმზირის ზეთი. ხელით კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და დატოვეთ მაგიდაზე 1 საათით. 1 საათში კიდევ მოურიეთ და ისევ ერთი საათით დატოვეთ.

4.ჩაყარეთ ბოსტნეული ქვაბში, დაასხით ბულიონი. წამოდუღებამდე სალათს ხშირად მოურიეთ, შემდეგ უკვე პერიოდულად, 10 წუთში ერთხელ. მოამზადეთ კერძი ნელ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში.

5.სალათი გადაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ბულიონი და მოხუფეთ. არ დაგავიწყდეთ ბოლოს მათი გადმობრუნება და დააფაროთ პლედი რამდენიმე საათით.

მოცემული ინგრედიენტებიდან გამოდის დაახლოებით 5 ლ ასეთი სალათი. კონსერვის ქილები შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე