მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ზამთრისთვის ზაფხულის სოკოების მომზადების რეცეპტს, რომელიც დრომ უკვე გამოსცადა !
ზაფხულის სოკოები
ინგრედიენტები 5 ერთლიტრიანი ქილის შემთხვევაში
- სოკოები
- 2ლ წყალი
- 3 ს.კ მარილი
- 2 ს.კ შაქარი
- 5 ს.კ ძმარი
- 1 ც. დაფნის ფოთოლი
მომზადება
1.გაასუფთავეთ სოკოები და დატოვეთ მარილწყალში 30 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ ისინი.
2.ხარშეთ სოკოები 5 წუთი. შემდეგ ისევ გარეცხეთ და დაასხით სუფთა წყალი. ხარშეთ ისინი საშუალო ცეცხლზე 35-40 წუთი.
3.ცალკე ქვაბში მოამზადეთ მარინადი. ამისათვის წყალს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი, ხარშეთ იგი ადუღებიდან 2 წუთის განმავლობაში.
4.მარინადში ჩაყარეთ სოკოები და ხარშეთ დაახლოებით 10-15 წუთი.
5.განათავსეთ სოკოები სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. შემდეგ ისინი გადააბრუნეთ და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე.
თითოეული ჯიშის სოკოს ხარშვის დრო განსხვავებულია. მაგალითად, თეთრი და ხის სოკოების შემთხვევაში საკმარისია 15 წუთი. გახსოვდეთ, რომ ის იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოხარშულად, როცა ქვაბის ფსკერზე დაეშვება.
გიყვართ ზაფხულის სოკოების მომზადება?