რატომ რგავდნენ საბჭოთა კავშირში ალვის ხეებს ?

227 views

ალვის ხე, სიცხე, ივლისი… ხომ არ გაგახსენდათ 90-იანების პოპულარული სიმღერა ? მოცემული სტატია შეეხება არა მუსიკას, არამედ თუ როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირის გამწვანება და რატომ რგავდნენ ყოველ კუთხეში ალვის ხეებს.

ალვის ხე ალერგიული ადამიანების და ავტომობილის მძღოლების მთავარი მტერია. ჩნდება კითხვა: თუ ეს მცენარე ამდენ უსიამოვნებას იწვევს, რატომ აირჩიეს  საბჭოთა კავშირში მაინცდამაინც ის ქვეყნის გასამწვანებლად და თან ასეთი დიდი რაოდენობით ?

აქვე საჭიროა რამდენიმე ფაქტის აღნიშვნა. პირველ რიგში, ძნელია იმის დამტკიცება, რომ ზაფხულში ადამიანებს სწორედ ალერგია ალვის ხის გამო უვითარდებოდათ, შესაძლოა, ეს სხვა მცენარეების ბრალი ყოფილიყო.

ასევე საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით, ომის შემდგომ პერიოდში, რგავდნენ პირამიდულ ალვის ხეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ბუსუსები და პრობლემები არ ექმნდებოდა ალერგიულ ადამიანებსა თუ მძღოლებს.

რატომ მაინცდამაინც ალვის და არა ნეკერჩხლის ან თუნდაც არყის ხეები? საბჭოთა კავშირის დროს ურბანისტებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ აუცილებელი იყო ქალაქების გამწვანება, მწვანე ლანდშაფტი აუმჯობესებს ქუჩების იერსახეს, წმენდს ჰაერს და ამცირებს ქარის სიჩქარეს. აღმოჩნდა, რომ ალვის ხეებს აქვთ უამრავი დადებითი მხარე.

ისინი ყველაზე უკეთ შეიწოვენ ჰაერიდან მძიმე ელემენტებს, რომელთა წყაროს ავტომობილები და ქარხნები წარმოადგენს. ასევე სპეციფიკური ფორმის წყალობით ალვის ხეები არ იკავებენ დიდ ადგილს.

ალვის ხეები არ საჭიროებენ დამატებით მოვლას, მათ არ ტანჯავთ დაბინძურებული ჰაერი. ასევე საჭიროების დროს მარტივია მათთვის ტოტების შეჭრა. ისინი დიდხანს ცოცხლობენ, ზოგჯერ 100 წლამდეც კი.

ალვის ხეების დარგვა ქალაქებსა და მათ შემოგარენში ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაიწყეს. იმ დროს წარმოება აქტიურად ვითარდებოდა, ავტომობილების რაოდენობა იზრდებოდა.  ომის შემდგომ პერიოდში მათ ზრდიდნენ სპეციალიზირებულ ფერმებში, შემდეგ კი ავრცელებდნენ დასახლებულ პუნქტებში. მიიჩნევდნენ, რომ ჰაერის სისუფთავის მაშინდელი დონე სწორედ ალვის ხეების დამსახურება იყო.

დღეს ქუჩებში ხშირად გვხვდება გადაჭრილი ალვის ხეები, რომლებიც არც ისე ესთეტიკურად გამოიყურებიან. ეს ხდება იმისათვის, რათა მცენარეებმა არ მიმოფანტონ თავიანთი ბუსუსები, ასევე ისინი შეიძლება შეეხონ დენის კაბელებს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე