რატომ იყენებთ არასწორად მაცივრის ქვედა თაროებს ?

480 views

მაცივარი- თანამედროვე დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა. გაცივებული პროდუქტების შენახვაში არსებობს გაურკვეველი ნიუანსები. მაგალითად, რისთვისაა საჭიროა ქვედა თარო. სანაძლეოს დაგიდებთ, რომ მანდ სწორედ ბოსტნეულს ინახავთ, თუმცა ამის გაკეთებას არ გირჩევთ.

მაცივრის ქვედა თაროს ნამდვილი დანიშნულება

მაცივარი ისეა აგებული, რომ მის ქვედა განყოფილებებში ყველაზე უკეთ აღწევს სიცივე. ასე რომ, თუ ხილს და ბოსტნეულს ქვედა ყუთში აწყობთ, ისინი უბრალოდ გაიყინება და გაფუჭდება, მათი სასარგებლო თვისებები და ვიტამინები კი დაიკარგება.

აღმოჩნდა, რომ ქვედა ყუთი განკუთვნილი ხორცისა და თევზისთის.

უმი ხორცი და თევზი უნდა შეინახოთ მზა კერძების მოშორებით, გაყინულ მდგომარეობაში მათი ვარგისიანობის ვადა 2-3 დღეა. სპეციალისტები ხილისა და ბოსტნეულის შენახვას მაცივრის ზედა თაროებზე გვირჩევენ, სადაც ტემპერატურა შედარებით მაღალია.

მაცივარში პროდუქტების შენახვის წესები

როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტები მაცივარში, რათა ისინი არ გაფუჭდეს და გადაცივების გამო არ დაკარგონ სასარგებლო თვისებები ? როგორც უკვე ვთქვით, ზედა თაროები დაუთმეთ ხილსა და ბოსტნეულს, შუა ადგილი რძის პროდუქტებისთვის გამოყავით, ხორცისა და თევზსითვის განკუთვნილია ქვედა ყუთი.

ასევე არ დაგავიწყდეთ პროდუქტების განლაგებაც, ხილი და ბოსტნეული სჯობს ყველისა თუ ძეხვის მახლობლად არ დაალაგოთ. ბანანებს არ უყვართ სხვა ციტრუსებთან სიახლოვე.

ზოგიერთი პროდუქტი სჯობს მაცივრის გარეთ შეინახოთ, წელიწადის თბილ პერიოდებში ბანანი, ვაშლი და მსხალი გაცივების გარეშეც არ გაფუჭდება. ეს ეხება კონსერვებსაც, ისინი ჰერმეტულ ქილებშია მოთავსებული და მათი შენახვა არაა დამოკიდებული ტემპერატურაზე.

ბოსტნეულის შენახვამდე ( სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი) მოაჭერით მათ ზედა წვერები, დაუტოვეთ მხოლოდ პატარა კუდები, რათა ისინი დროზე ადრე არ გახმეს.

ხილი და ბოსტნეული მაცივარში მოთავსებამდე არ გარეცხოთ, რადგან ასე ისინი უფრო სწრაფად ფუჭდება. რაც შეეხება მწვანილს, სჯობს ისინი წინასწარ ჩაალბოთ წყალში.

ასევე ხილი და ბოსტნეული შეინახეთ პარკებში ისე, რომ მათ ჰაერი მიეწოდებოდეს. არ განალაგოთ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს, რათა სწრაფად არ დალპეს.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა პროდუქტები დიდხანს შეინახოს არ მათ არ დაკარგონ სასარგებლო თვისებები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე