ზაფხული იწურება და დიასახლისები ჩქარობენ ზამთრისთვის კომპოტებისა და მწნილების მომზადებას. მოცემულ სტატიაში კიტრის მწნილის პოლონურ რეცეპტს გთავაზობთ, ბოსტნეული გამოდის ისეთი ხრაშუნა და ნაზი, რომ გაზაფხულამდე უსათუოდ შემოგეჭმებათ.
ინგრედიენტები
- 4,5 კგ კიტრი
- 1 კგ ხახვი
- 7 კბილი ნიორი
- 10 ც. ტკბილი წიწაკა
- კამის კონა
- 450 მლ თბილი გადმოდუღებული წყალი
- 450 მლ მზესუმზირის ზეთი
- 2,5 ს.კ ძმარი
- 1 ს.კ მდოგვის მარცვლები
- 2 ს.კ მსხვილი მარილი
- 4 ს.კ შაქარი
მომზადება
1.დაასხით კიტრებს ცივი წყალი და გააჩერეთ 2 საათი.
2.გარეცხეთ ისინი, მოაჭერით ბოლოები, დაჭერით 1-1,5 სმ სისქის რგოლებად.
3.ხახვი და ნიორი გაფცქვენით, ხახვი რგოლებად დაჭერით.
4.ნიორი გაატარეთ პრესში.
5.თასში ერთმანეთს შეურიეთ წყალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი,მარილი, დაფქვილი წიწაკა და ძმარი. ბოლოს დაუმატეთ გაჭყლეტილი ნიორი.
6.ქვაბში ან თასში ჩაყარეთ დაჭრილი კიტრი, დაქუცმაცებული კამა და მარინადის წვენი. დატოვეთ ინგრედიენტები ერთი საათით და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოურიეთ.
7.მიღებული მასა აადუღეთ და ამის შემდეგ კდიევ 5 წუთი ხარშეთ.
8.გადაანაწილეთ იგი სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.
9.გადააბრუნეთ ქილები და გაგრილებამდე დააფარეთ პირსახოცი.
10.შეინახეთ გრილ ადგილას.
11.გემრიელად მიირთვით !
პოლონური რეცეპტით მომზადებული კიტრი გამოდის ხრაშუნა,ნაზი და გემრიელი. გააკეთეთ და თავადვე დარწმუნდებით.