საზამთროს მიღების სარგებელი ჯანმრთელობისთვის

by თეა გუბელაძე
38 views

Oxotv გიამბობთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ საზამთრო სეზონზე ხშირად. ის ორგანიზმს თითქმის ყველა სხვა საკვებ პროდუქტზე უკეთ ატენიანებს, რადგან 92% წყალს და მცირე კალორიას შეიცავს.

ახლა საზამთროს სეზონის პიკია და ბევრი დაგვეთანხმება, რომ საზამთრო გემრიელი და გამაგრილებელი ხილია, რომელსაც მცხუნვარე ამინდების დაძლევა შეუძლია. იცით თუ არა, რა სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის? ერთი ფინჯანი დაჭრილი საზამთრო მხოლოდ 46 კალორიას შეიცავს, სამაგიეროდ მკვებავი ნივთიერებებით, მათ შორის ვიტამინებით და მინერალებით სავსეა.

საზამთრო შეიცავს ისეთ ელექტროლიტებს, როგორიცაა კალიუმი. საზამთროს თესლი ძალიან მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების წყაროა, როგორიცაა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, ცილები, ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, მაგნიუმი და კალიუმი. ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ მასში ძალიან ცოტა შაქარია. ასე რომ, როცა საზამთროს იყიდით, მისი თესლი არ გადაყაროთ.

სხვათა შორის, საზამთროს თესლი შეგიძლიათ ღუმელში 15-20 წუთით გამოაცხოთ, რომ გემრიელი საუზმე მიიღოთ. საზამთროს სხეულის დატენიანების შესანიშნავი თვისება აქვს, რადგან 90% წყლისგან შედგება. საზამთრო ლიკოპინის, კუკურბიტაცინი E-ს და სხვა მცენარეული ნაერთების შემცველობით სიმსივნეს აფერხებს. და ბოლოს, საზამთრო გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, კუნთების ტკივილს ამცირებს, ანტიოქსიდანტებით მდიდარია, ადამიანის თმისა და კანისთვის სასარგებლოა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე