გლაფირა უკრაინიდან მუშაობდა სასადილოში, სადაც მოიფიქრა “კარტოფილი ულანურად”

63 views

“კარტოფილი ულანურად”   ბევრის საყვარელი კერძია. ალბათ, ცოტამ თუ იცის მისი წარმოშობის შესახებ.  მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ მის ისტორიას და გაგიზიარებთ მომზადების რეცეპტს.

ცნობილი კერძის რეცეპტი ეკუთვნის გლაფირა დოროშს. ის ცხოვრობდა სოფელ ულანოვში, უკრაინაში.  1947 წელს მან მოიფიქრა, თუ როგორ მოემზადებინა კარტოფილი უჩვეულო გზით. ეს, სხვათაშორის, სრულიად შემთხვევით მოხდა.

ქალი მუშაობდა სოფლის სასადილოში. ერთხელ ის ამზადებდა დაწესებულების საფირმო კერძს- ხორცით დაფარშირებულ კარტოფილს. გლაფირას მორჩა რამდენიმე პატარა კარტოფილი, რომელიც  კერძისთვის არ გამოადგებოდა. თითოეული მათგანი მან ოთხად დაჭრა და ზეთიან ქვაბში ჩაყარა შესაწვავად. იქვე ნივრის სოუსიანი თეფში იდო, რომლეიც ქალმა უკვე შემწვარ კარტოფილს მოასხა.

60-იან წლებში ულანოვში ჩავიდა ჟურნალისტი მოსკოვიდან. მას უნდა დაეწერა სტატია იმ მხარეზე. ერთხელ ის ადგილობრივ სამზარეულოში დაპატიჟეს. გლაფირამ მოამზადა საუკეთესო კერძები, მათ შორის ის შემწვარი კარტოფილიც.

შედეგად ჟურნალისტმა ცალკე სტატია ამ კერძს მიუძღვნა, გლაფირა კი მზარეულების კონკურსზე დაპატიჟეს, სადაც მან თავისი საფირმო შემწვარი კარტოფილი მოამზადა. ამის შემდეგ ქალს დედაქალაქის რესტორნებში სამუშაოდ იწვევდნენ, სამშობლოში კი შრომის ორდენი მიანიჭეს.

ქალმა ადგილობრივ სასადილოში დარჩენა ამჯობინა. სოფელში ყველას უნდოდა მისი კერძის დაგემოვნება. გლაფირა მის რეცეპტს არასოდეს მალავდა და ყველას უანგაროდ უზიარებდა.

კარტოფილი ულანურად

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 5-7 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 0,5 ლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.იდეალურ ვარიანტში საჭიროა თუჯის ქვაბი. შეარჩიეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გათალეთ ბოსტნეული და თითოეული მათგანი ოთხად დაჭერით.

2.ქვაბში ჩაასხით მზესუმზირის ზეთი და ოდნავ გააცხელეთ, შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი და კარგად მოურიეთ.

3.ახლა შევუდგეთ ნივრის სოუსი მომზადებას. გაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი და მოაყარეთ მარილი. შედეგად უნდა მიიღოთ სქელი მასა.

4.კარტოფილი მზად იქნება 20 წუთში. ბოსტნეული ამოიღეთ ქაფქირით, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. კარტოფილი გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით ნივრის სოუსი. თეფშს დააფარეთ რაიმე ჭურჭელი, რათა ბოსტნეული გაჯერდეს ნივრის არომატით.

როგორც ხედავთ, ყველაფერი გენიალური მარტივია ! ასეთი კარტოფილი მოუხდება როგორც ოჯახურ ვახშამს, ასევე სადღესასწაულო სუფრასაც. გემრიელად მიირთვით !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე