მსუბუქი სალათი “კალოკერი”, რომელიც მარტივად მზადდება ყაბაყებისგან

30 views

სალათი “კალოკერი” პირველად სტუმრად ყოფნისას დავაგემოვნე. ამ პიკანტური კერძის წარმოუდგენელის გემოს შეფასების შემდეგ მისმა სახელმა დამაინტერესა. როგორც გავაკვიე, მისი სამშობლო საბერძნეთია. მოცემულ სტატიაში მისი მომზადების რეცეპტს გაგიზიარებთ.

სალათი “კალოკერი”

ინგრედიენტები

  • 2 ც. ყაბაყი
  • 1 ც. სტაფილო
  • 1 ც. ტკბილი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1,5 ს.კ ვაშლის ძმარი ან ლიმონის მჟავა
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 1 ჩ.კ პაპრიკა
  • 1 ს.კ სეზამი
  • ქინძი გემოვნებით
  • ოხრახუშის კონა

მომზადება

1.თხელ ზოლებად დაჭერით ყაბაყები.

2. მოაყარეთ ყაბაყებს მარილი და დატოვეთ 15 წუთი, რათა მათ წვენი გამოყოს.

3.იგივენაირად დაჭერით სტაფილოც.

4.ტკბილი წიწაკა ჩხირებად დაჭერით.

5.გააცხელეთ ტაფა, დაასხით მზესუმზირის ზეთ, დაუმატეთ ქინძი და პაპრიკა. დატოვეთ ისინი ტაფაზე რამდენიმე წუთი, რათა სანელებლების გემო უფრო გაიხნსას.

6.თასში შეურიეთ სტაფილო, წიწაკა და ყაბაყი.

7.დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ზეთში მობრაწული სუნელები.

8.მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შაქარი და წინასწარ მობრაწული სეზამის მარცვლები.

9. მოასხით ძმარი, მოურიეთ სალათს და დატოვეთ რამდენიმე საათით.

10.გემრიელად მიირთვით !

ინგრედიენტების სიმარტივის მიუხედავად, სალათი ძალიან გემრიელია. თუ გსურთ კერძი აზიური სტილით მოამზადოთ, ოხრახუშის ნაცვლად დაუმატეთ ცოცხალი ქინძი, სოიოს სოუსი და კიტრი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე