ხრაშუნა კიტრის მწნილი სწრაფი რეცეპტით

381 views

სექტემბერში ყველას, ვინც ჯერ კდევ ვერ მოასწრო, აქვს შანსი ზამთრისთვის მოამზადოს გემრიელი და ხრაშუნა კიტრის მწნილი .

სწრაფად დამარინადებული კიტრი

ინგრედიენტები

  • 7-10 ც. კიტრი
  • 1 ც. სტაფილო
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 შავი პილპილის მარცვალი
  • 1 კონა კამა
  • მოცხარის ან პირშუშხას რამდენიმე ფოთოლი
  • 1,5 ლიტრიანი ქილა

მარინადის ინგრედიენტები

  • 0,75 მდუღარე წყალი
  • 1,5 ს.კ მარილი
  • 1 ს.კ შაქარი
  • 85 მლ 9%-იანი ძმარი

მომზადება

1.  ჩააწყვეთ კიტრები 1-2 საათით ცივ წყალში.

2.მოაჭერით მათ დაბოლოებები.  წვრილად დაჭერით სტაფილო.

3. ქილების მოხუფვამდე, გაასტერილეთ მათი თავსახურავები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღული ღუმელი.აცადეთ ქილებს გაგრილება, მათ ფსკერზე დააწყვეთ სტაფილო, დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, კამის ღეროები, მოცხარის და პირშუშხას ფოთლები.

4.თავისუფალი ადგილი შეავსეთ კიტრებით.

5.აავსეთ ქილები მდუღარე წყლით და დატოვეთ 10 წუთით. ქილებში არსებული სითხე გადაღვარეთ ქვაბში და ხელახლა გადმოადუღეთ ის. დაუმატეთ მარილი, შაქარი და მოურიეთ. ჩაასხით ძმარი, ბოლოს კიდევ ერთხელ გადმოადუღეთ.

6.ჩაასხით ქილებში გადმოდუღებული მარინადი და მოხუფეთ ისინი.გადააბრუნეთ ქილებში და შეახვიეთ პირსახოცში.

გემრიელად მიირთვით! გიყვართ დამარინადებული ბოსტნეული?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე