მებაღის წესის თანახმად, ზამთრის ნივრის სათესი კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს

43 views

ნიორი პიკანტურ გემოს სძენს სალათებს, ბოსტნეულს, ხორცს და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზამთარში თავები უფრო სწრაფად და შედარებით დიდი ზომის იზრდება. უხვი მოსავლის მისაღებად კი სათესი კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს. როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად, ამას მოცემულ სტატიაში შეიტყობთ.

სათესი კვალი ზამთარში დასათესი ნივრისთვის

1.ვადები

ნიორი უნდა დათესოთ შემოდგომაზე, პირველ მოყინვამდე სამი კვირით ადრე.  დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ მოასწრებს ფესვების მოკიდებას, ადრეული დათესვისას კი შესაძლოა ყინვა ვერ გადაიტანოს.

მებაღეების კალენდრის მიხედვით, 2021 წელს ნივრის დათესვის საუკეთესო დღეებია: 3, 6, 13, 20-24, 30 სექტემბერი, 4, 14, 15, 26, 27 ოქტომბერი. სათესი კვლები დათესვამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა მომზადდეს.

2.წინამორბედები

ნივრის დათესვის ადგილი ყოველწლიურად უნდა შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავალი წლიდან წლამდე შეგიმცირდებათ.

ნივრის საუკეთესო წინამორბედებად მიიჩნევა კიტრი, ყაბაყი, ლობიო, ბარდა, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობები. სადაც ადრე კარტოფილი ან ხახვი გერგოთ, სჯობს იქ ნიორი არ დათესოთ.

როგორ აღმოფხვრათ ნიადაგის ნაკლოვანებები? 

3.ზედმეტად მჟავე ნიადაგი

ყველაზე მეტ მოსავალს ნიორი იძლევა იმ ნიადაგზე, სადაც ნეიტრალური მჟავიანობაა. მჟავე მიწის შემთხვევაში დაგჭირდებათ ხის ნახერხის და კომპოსტის დამატება. სქელი თიხის გრუნტი მოსავლით ვერ გაგახარებთ. სჯობს მას შეურიოთ ტორფი ან სილა.

4.სასუქი და მავნებლებისან დამუშავება

უხვი მოსავლის მისაღებად ნიადაგში უნდა იყოს კალიუმის საკმარისი შემცველობა. სათესი კვლების თითოეულ მეტრზე დაამატეთ 20-30 გ სუპერფოსფატი და 20 გ კალიუმის სულფატი.

ნივრის დაავადებებისგან დასაცავად დაამუშავეთ მიწა სპილენძის სულფატით. ამისათვის 1 ს.კ სულფატი გახსენით 10ლ წყალში. მიღებული ხსნარი ჩაასხით კვლებში. ნიორს ლპობისგან იხსნის დიატომიტი.

5.კვალის სიმაღლე

ზამთრის ნივრის იდეალური კვალი უნდა იყოს 1მ სიგანეში და 20-25 სმ სიმაღლეში.

ნიორს არ უყვარს დაბლობი, სადაც გროვდება წყალი. ის კარგად გრძნობს თავს მზიან მაღლობზე.

ახლა უკვე იცით, წინასწარ როგორ მოამზადოთ ნივრის კვლები ზამთრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დიდად დაგეხმარებათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე