Home ჯანმრთელობა გაიწმინდეთ ღვიძლი ძილის წინ ამ სასმლის მიღებით

გაიწმინდეთ ღვიძლი ძილის წინ ამ სასმლის მიღებით

by თ თოქმაძე
394 views

საღამოს სასმელები, ხშირად, სამკურნალო ფაქტორებად გვევლინება, როცა ისინი, რეალურად, ღვიძლის დეტოქსიკაციისთვისაა განკუთვნილი. ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, ღვიძლი, რომელიც დეტოქსიკაციის მთავარი ორგანოა, ოპტიმალურად მუშაობს დილის 1-3 საათებში. არსებობს ღამის ჩაი და სასმელები, რომლებიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, რათა სხეულის ამ მნიშვნელოვან ფუნქციას დაუჭიროთ მხარი.

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას ღვიძლის გასაწმენდად:

1. ლიმონიანი წყალი

ცხელი ლიმონიანი წყალი ერთ-ერთი იმ სასმელთაგანია, რომლებიც რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში დალევისთვის. საღამოს, ლიმონის წყალი გვეხმარება სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდაში.

2. ვარდის ჩაი

ვარდი – შესანიშნავი ყვავილია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი გულის მერიდიანთან, ეს უკანასკნელი კი ჩვენს ემოციებთანაა მჭიდრო კავშირში. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ვარდი დღემდე სიყვარულის სიმბოლოა. იგი ძალიან სასარგებლოა ღვიძლში ენერგიის სწორად გადინებისათვის, რამდენადაც ცის(ენერგიის) არაადეკვატური გადინება იწვევს დეპრესიულ მდგომარეობას. მიირთვით ასეთი ჩაი საღამოობით.

3. პიტნის ჩაი

ცხარე პიტნა – ძალიან სასარგებლო ბალახია. იგი საკვების სტაგნაციას, როგორც სიმპტომს, აქრობს, ამ უკანასკნელს კი ძილის დარღვევების გამოწვევა შეუძლია. რამდენადაც ღვიძლი ასევე მონაწილეობს ამ საჭმლისმომნელებელ პროცესში, პიტნის ჩაი დაეხმარება ღვიძლს მონელებისა და დეტოქსიკაციის ფუნქციის აღდგენაში.

4. შვრიის ჩაი

შვრიის ფანტელი და თესლი ძალიან სასარგებლოა. ხოლო მისი ჩაი შეიცავს ვიტამინების, მინერალებისა და ცილების დიდ რაოდენობას, რომლებიც სასარგებლოა ღვიძლის დეტოქსიკაციის პირველი და მეორე ფაზებისთვის, რამდენადაც ამ პროცესს დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები ესაჭიროება. გარდა ამისა, შვრია – ეს კიდევ ერთი მცენარეა, რომელიც ამშვიდებს გონებას და გვეხმარება ემოციების დაბალანსებაში.

5. გვირილის ჩაი

კიდევ ერთი საღამოს სასმელი გასაოცარი ფუნქციით. იგი არც ისე გემრიელია, რამდენადაც შეიცავს სესკვიტერპენაქტონებს, რომლებიც ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციის დაწყებაში. გვირილას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს ორგანიზმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნერვების დასამშვიდებლად გამოიყენება, ანუ დაძინებაში დაგეხმარებათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე