იაპონელები მასობრივად წვავენ წიგნებს, როგორც რომანში “451 გრადუსი ფარენჰეიტით”

117 views

ყოველწლიურად მინიმალიზმი ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აღსანიშნავია თანამედროვე მინიმალიზმი იაპონიაში, რომლის მცხოვრებლებიც აოცებენ სამყაროს ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით.

ბოლო 10 წლის განმავლობაში რატომ აფასებენ იაპონელები მატერიალურ ფასეულობებს სულ უფრო ნაკლებად?  რატომ წვავენ ისინი ოჯახის ფოტოებს, პირად წერილებს და წაკითხულ წიგნებს?

თანამედროვე მინიმალიზმი

წიგნების დაცვა- ნადმილად ბარბაროსული საქციელია. სხვადასხვა დროს ბევრ ქვეყანაში ეს ქმედება ცენურის ელემენტს წარმოადგენდა. მოტივები იყო როგორც კულტურული, ასევე რელიგიური ან პოლიტიკურიც კი. მაგალითად, გერმანიაში 30-იან წლებშო წვავდნენ ბერთოლდ ბრეხტის, ერიხ მარია რემარკის, ჯეკ ლონდონის და სხვა “არასასურველი” მწერლების წიგნებს.

რატომ დაიწყეს თანამედროვე იაპონელებმა წიგნების დაწვა ? ეს 2011 წლის 11 მარტის დამანგრეელი მიწისძვრის შედეგია. რამდენიმე საათში სტიქიამ 300 ათას სახლზე მეტი გაანადგურა, ათასობით ადამიანი დაიღუპა, ბევრმა დაკარგა საცხოვრებელი. გადარჩენილებმა დაკარგეს ყველაფერი, რაც კი ებადათ.

ეს იყო თავზარდამცემი მოვლენა იაპონელებისთვის. მათთვის მატერიალური ფასეულობები მკვეთრად გაუფასურდა. რა აზრი აქვს ქონების დაგროებას, თუ ის მარტივად შეიძლება დაკარგო?

თანამედროვე მინიმალიზმმა მასობრივად დაიპყრო ადამიანების ტვინები. ადამიანმა, რომელმაც ყელაფერი დაკარგა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ საყიდლების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა. სხვებმა წერილები, ოჯახის ფოტოები თუ წაკითხული წიგნები ციფრულ ვერსიაში გადაიყვანეს, ორიგინალები კი გადაყარეს. ასე გაჩნდა იაპონელი მინიმალისტების ახალი თაობა.

ფუმიო სასაკის წიგნები

ადრე ფუმიო სასაკი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც ცდილობდა ფულის გამომუშავებს, დაგროვებას, ძვირადღირებული ნივთების შეძენას.  მას არ უნდოდა ჩამორჩენოდა დამკვიდრებულ სტანდარტებს, თუმცა ეს ბრძოლა ძალებს აცლიდა და აუბედურებდა.

მინიმალიზმის იდეები დაეხმარა მას ცხოვრების შეცვლაში. მან დაწერა წიგნი “მშვიდობით, ნივთებო” ! ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი იდეა ჟღერს ასე: ”  მნიშვნელოვანზე კონცენტრირების ერთადერთი ხერხი ყოველგვარი უმნიშვნელოს მინიმუმამდე დაყვანაა”.

ახლა ფუმიო პატარა ბინაში ცხოვრობს, მას აქვს მინიმალური ქონება. მისი წიგნები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის ეხმარება მკითხველს ახლებურად შეხედოს ჩვეულ ნივთებს.

თანამედროვე მინიმალიზმს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ზოგიერთებისთვის ეს ასოცირდება ასკეტიზმთან, სხვებისთვის უბრალოდ სივრცის გსუფთავებასთან ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისგან.

თქვენ რა აზრის ხართ იაპონურ მინიმალიზმზე? შეიძლება თუ არა გამართელბა ჰქონდეს ფოტოების და წიგნების დაწვას? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე