მოვამზადებთ დამარინადებულ ბადრიჯნებს ლიზა გლინსკაიას რეცეპტით

31 views

პროექტ “მასტერშეფის” ჟიურის წევრმა და კულინარიული წიგნების ავტორმა ელიზავეტა გლინსკაიამ იცის, თუ როგორ მზადდება დამარინადებული ბადრინჯები მწვანილთან. გიზიარებთ მის რეცეპტს.

დამარინადებული ბადრიჯანი მწვანილთან

ინგრედიენტები

  • 1კგ ბადრიჯანი
  • 1,5ლ წყალი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • ქინძი და კამა (სურვილისამებრ)

მარინადის ინგრედიენტები

  • 1ლ წყალი
  • 2,5 ჩ.კ მარილი
  • 1,5 ს.კ შაქარი
  • 3 ს.კ მზასუმზირის ზეთი
  • 4,5 6%-იანი ძმარი
  • შავი პილპილის 20 მარცვალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 მწიკვი ხმელი სუნელი

მომზადება

1.გააცალეთ ბადრიჯნებს კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

2.დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთი, რათა ბოსტნეულმა დაკარგოს სიმწარე.

3.შემდეგ გადაღვარეთ წყალი და აცადეთ ბადიჯნებს გაგრილება, ვიდრე მარინადს მოამზადებთ.

4.წყალში გახსენით შაქარი და მარილი. დაუმატეთ სანელებლები, დააქუცმაცეთ ნიორი, ძმარი და კარაქი. ყველაფერს კარგად მოურიეთ.

5.მიღებული მარინადი დაასხით ბადრიჯნებს.

6. მოურიეთ, დააფარეთ სტრეჩი და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით.

7.ხემსი გადაიტანეთ თასში. დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და კამა.

8.გემრიელად მიირთვით!

სასიხარულოა, რომ ამ შესანიშნავი ხემსის მოსამზადებლად 20 წუთია საჭირო. მიიღება კიტრისა და პომიდვრის ღირსეული ალტერნატივა.

ბადრიჯნის რაგუ არა მხოლოდ ვიტამინების წყაროა, არამედ უნივერსალური გარნირი ხორცთან, თევზთან ან ფრინველთან.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე