მებოსტნეების უხეში შეცდომა მოცხართან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ შეძლება შემოდგომაზე ბუჩქებთან ამგვარად მოქცევა

35 views

ინტერნეტში უამრავ სტატიას შეხვდებით, სადაც აღწერილია მოცხარის ბუჩქების მოვლასთან დაკავშირებული რჩევები და რომელთა ავტრები უხვ მოსავალს გვპირდებიან. აღმოვაჩენთ ხოლმე ისეთ რეკმენდაციებსაც, რომლებმაც მეაგარაკეები საერთოდ მოსავლის გარეშეც შეიძლება დატოვოს. ახლა ერთად გავარკვეთ, სჭირდება თუ არა მოცხარის ბუჩქებს შემოდგომაზე გასხვლა.

მოცხარის ბუჩქების გასხვლა

არებობს ორი მავნე რჩევა (ამასთან, საკმაოდ პოპულარულებიც), რომლებმაც შესაძლოა შეამციროს მოსავლიანობა და გაანადგუროს კიდეც კენკრა.

პირველი მავნე რჩევა

მეაგარაკეებისგან შესაძლოა ხშირად გაიგოთ რჩევა ბუჩქების შემოდგომაზე გასხვლასთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, ლოგიკურია, მათ ხომ უკვე დაასრულეს ნაყოფიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებული და უსარგებლო ტოტებისგან მოშორების დროა.

სინამდვილეში, მოცხარი სხვაგვარად “ფიქრობს”. თუ ბუჩქს შემოდგომაზე გასხლავთ, მან შეიძლება დაიწყოს განმეორებით ზრდა, შესაბამისად, ზამთარს დასუსტებული შეხვდება.

ასევე შეიძლება გახმეს ფესვთა სისტემის ნაწილიც და მხოლოდ გაზაფხულზე, ზრდის პროცესში რამდენიმე ტოტის დაკარგვა გამოაძევებს სათადარიგო კვირტებიდან დამატებით ყლორტებს. არავინ იცის, როგორ გადაიტანს მცენარე ზამთარს.ჯანმრთელი ტოტები შესაძლოა დაზიანებული იყოს და თუ შემოდგომაზე დაავადებულებს მოვაშორებთ, მომავალი წლისთვის კვირტების მარაგს დავკარგავთ.

მეორე მავნე ჩვევა

კიდევ ერთი სავალალო რეკომენდაციაა- აზოტშემცველი სასუქით განოყიერება. ამან შეიძლება განაპირობოს ბუჩქის განმეორებითი ზრდა. მოცხარ შეუძლია ზრდა დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი და გამოდის, რომ მცენარე ზამთარს გამწვანებული შეხვდება.

შემოდგომაზე მცენარე ზამთრისთვის უნდა ემზადებოდეს და ახალი ტოტები არ უნდა ეზრდებოდეს. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ აზოტი არის სასუქი, რომელიც ამცირებს ზამთრისადმი მდგრადობას და აპროვოცირებს მწვანე მასის ზრდას.

თქვენ მცენარეთა მოვლის რა მავნე რჩევებთან გქონიათ შეხება? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე