თურქმა დედამთილმა მითხრა, რომ ბულგარული წიწაკების გულები არ გადამეყარა, ისინი უნდა მოვამზადოთ

279 views

თურქმა მზარეულებმა იციან, თუ როგორ უნდა მოამზადონ გემრიელი კერძი ბულგარული წიწაკების გულებისგან. მოცემულ სტატიაში ამ ფაქტს კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, მათ მოვამზადებთ ტაფაზე ნიორთან.

ბულგარული წიწაკა ტაფაზე ნიორთან

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკების 20-30 გული
  • 2ც პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.აიღეთ ბულგარული წიწაკების გულები.

2.მოაჭერით ღეროები, ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ თესლი. ისინი შემდგომ შეგიძლიათ გაახმოთ. შემდეგ დაფქვათ და გამოიყენოთ სანელებლად წვნიანებისთვის, სალათებისა და გარნირებისთვის.

3.გასუფთავებული ძირები დაყარეთ გაცხელებულ ტაფაზე.

4.მობრაწეთ ისინი გაოქროსფერებამდე.

5.წიწაკებს დამატეთ დაჭრილი პომიდვრები და დაქუცმაცებული ნიორი.

6.დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ცხარე წიწაკა, პაპრიკა. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები.

7.კერძი გააჩერეთ თავსახურის ქვეშ კიდევ 2-3 წუთი.

8.ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბულგარული წიწაკების გულებისგან შეიძლებოდა ასეთი გემრიელი კერძის მომზადება. თურქი კულინარების მიგნება მხოლოდ აღტაცებას იწვევს.

9.გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე