რამდენი ხანი უნდა ვწვათ კოტლეტები ტაფაზე, რათა ხორცი შიგნით უსათუოდ მომზადდეს ?

158 views

მნიშვნელოვანი შეკითხვა: რამდენი ხანი უნდა ვწვათ ტაფაზე კოტლეტები, რათა ისინი ბოლომდე მომზადდეს? დავიწყოთ ქათმის ან ღორის ფარშისგან მომზადებული კოტლეტებით. საქონლის ან ხბოს სრულად შეუწვავი ხორცი არაა საშიში.

ასევე ვისაუბრებთ იმ ტიპურ შეცდომებზე, რომელთაც უშვებენ დამწყები კულინარები.

რამდენი ხანი სჭირდება კოტლეტებს ტაფაზე შესაწვავად?

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ახლად დაბრაწული კოტლეტების ფერს. ის უნდა იყოს მორუხო-მონაცრისფრო, ოქროსფერი ქერქით. ფარშის ზედაპირზე მოვარდისფრო შეფერილობა არ უნდა შეინიშნებოდეს. ასევე მიაქციეთ ყურადღება გამოყოფილ წვენს. სრულყოფილად მომზადებული კოტლეტების შემთხვევაში ისი გამჭვირვალეა.

ღორის ფარშისგან კოტლეტების მომზადებას მინიმალურ ცეცხლზე 25 წუთი სჭირდება, თევზის ან ქათმის ხორცის შემთხვევაში 10 წუთიც საკმარისია.

კოტლეტები 100%-ით რომ მომზადდეს, შეიძლიათ აირჩიოთ ორი გზა. პირველ შემთხვევაში, ისინი კი არ უნდა მობრაწოთ, არამედ მოთუშოთ. თავიდან მობრაწეთ კოტლეტები ორივე მხრიდან ქერქის წარმოქმნამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ტაფას დააფარეთ თავსახური. ზოგჯერ შეგიძლიათ დაუმატოთ წყალია, ალი გაანადგურებს კარცენოგენებს, რომლებიც მზესუმზირის ზეთის გაცხელების შედეგად წარმოიქმნება.

მეორე მეთოდი შედარებით რთულია, თუმცა უფრო საიმედო.  ჯერ კოტლეტები მობრაწეთ ტაფაზე ძლიერ ცეცხლზე ქერქის წარმოქმნამდე, შემდეგ შეახვიეთ ისინი ფოლგაში და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

გირჩევთ, რომ კოტლეტების მოსამზადებლად არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ის მხოლოდ უკვე მზა, მაგრამ გაგრილებული ხორცის გასაცხელებლადაა ეფექტური.

თუ გსურთ რაღაც ახალი დააგემოვნოთ, შეგიძლიათ კოტლეტები ორთქლზე მოამზადოთ. ამისათვის ორთქლის აპარატში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყალი, შემდეგ კი მასში მოათავსეთ პროდუქტი. თევზის და ქათმის ფარშის შემთხვევაში საჭიროა 20-30 წუთი, ხოლო ღორის და საქონლის ხორცის დროს- 30-40 წუთი.

ახლა აგიხსნით, თუ რა არ უნდა გააკეთოთ კოტლეტების მზადების პროცესში.

1.ფარშს არ დაუმატოთ დიდი რაოდენობით პური. შედეგად ის გამოვა თხევადი და კოტლეტები ვეღარ შეინარჩუნებს ფორმას.

2.ფარშის “ცემა” აუცილებელია მაშინ, თუ დრო არ გაქვთ მის მაცივარში შესანახად.

3.არ თუშოთ კოტლეტები სოუსში დიდი ხნის განამვლობაში, რადგან ხორცი გამოშრება. ის შეგიძლიათ მზადების ბოლოს დაუმატოთ.

4.მაცივარში შენახული კოტლეტები გემოს მინიმალური დაკარგვით სჯობს გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში. ამას ჩვეულებრივი ტაფაც გაუმკლავდება,თუ მათ სწრაფად გააცხელებთ ძლიერ ცეცხლზე. ხანგრძლივი ურთიერთქმედება მაღალ ტემპერატურასთან გააფუჭებს კერძის გემოს.

კოტლეტების მზადება- მთელი ხელოვნებაა. მათ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მეთოდებით აკეთებენ. მომზადების პროცესს აქვს უამრავი ნიუანსი. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული სტატიის დახმარებით ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ. გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე