ავტობუსის მძღოლმა ბიჭი გააგდო გარეთ ყინვაში, საღამოს მისი ფოტო ნახა და გაოგნდა

7,340 views

მოცემული სტატიის გმირი ინგლისში ცხოვრობს და მუშაობს სკოლის ავტობუსის მძღოლად. ამას წინათ ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რაც მთელი ცხოვრება გაკვეთილად გაყვება. ადამმა არ იცის, თუ როგორ გათავისუფლდეს დანაშაულის შეგრძნებისგან.

როგორ მოვიშოროთ თავიდან დანაშაულის განცდა ?

“ადამის ცოლის დაბადების დღე იყო, მას უნდოდა სწრაფადვე დაემთავრებინა მუშაობა და სახლში წასულიყო, რათა მეუღლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. “მაგნეტ, მალე ვიქნები, ერთ ბიჭს მივიყვან და მაშინვე თქვენკენ გამოვემგზავრები”. – მამაკაცის ესაუბრებოდა ცოლის დას ტელეფონზე.

ავტობუსში მართლაც ერთი მოსწავლე დარჩენილიყო, მეორე კლასელი თომასი. ჩვეულებრივ ადამს მოსწავლეები დანიშნულების ადგილებზე მიჰყავს და მათ მზერით აცილებს ხოლმე.

ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად მოხდა. მძღოლი შეყოვნდა ამინდის გამო, გზები მოყინული იყო. ადამი ხვდებოდა, რომ აგვიანებდა, ამიტომ ბიჭუნას სთხოვდა, რომ მალე ჩასულიყო.  თომასმა ჰკითხა: “არ შეიძლება კიდევ ცოტა ხანი დავიცადოთ? გარეთ ისეთი ქარბულია, რომ მეშინია”.

მძოლმა მიუგო: “მაპატიე, მაგრამ სამუდამოდ ვერ დაგელოდები, უნდა წავიდე. შენ ხომ აქვე ცხვორობ, ფეხითაც კი გადაირბენ”. ადამმა შეძლო ბიჭუნას დარწმუნება და ის ჩავიდა ავტობუსიდან.

მამაკაცი მაშინვე გაემგზავრა შინ, ამინდი კი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ადამმა ვერ მოახერხა სახლში დროულად მისვლა, დღესასწაულმა კარგად ჩაიარა, სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. საღამოს ადამმა მეუღლეს დაგვიანების გამო მოუბოდიშა.  ქალი საერთოდ არ ბრაზობდა, მისთვის უმთავრესი ბავშვების უსაფრთხოება იყო. ადამს თომასი გაახსენდა, ის იდევნებდა, რომ ბიჭუნა კარგად იყო.

ძილის წინ ადამმა ადგილობრივ ახალ ამბებში ჩაიხედა და აღმოაჩინა ფოტო, რომელმაც შოკში ჩააგდო. მასზე გამოსახული იყო თომასი, მის ქვემოთ ეწერა: ” თომას უოკერი წავიდა სკოლაში და აღარ დაბრუნებულა. ბიჭუნა მხოლოდ საღამოს ოპოვეს. მან ვერ მოახერხა შინ დაბრუნება ძლიერი ქარბუქის გამო. ბავშვი დაიმალა მეზობლის ძაღლის ჯიხურში. ის ახლა კარგად გრძნობს თავს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ფეხის თითები მოყინვა აღენიშნება”.

“ღმერთო, ეს რა გავაკეთე? ” – შიშით აღმოხდა მამაკაცს. ცოლი დაინტერესდა მომხდარით. მეუღლემ ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო. ის საკუთარ თავს იდანაშაულებდა იმ უბედურების გამო, რაც ბიჭუნას დაატყდა თავს.

დილით ადამი საავადმყოფოში წავიდა. თომასი პალატაში იწვა და ძალიან დაღლილი ჩანდა. მას ძალიან გაუხარდა ადამის დანახვა.  ავტობუსის მძღოლმა ბიჭუნას დათუნია მოუტანა, მოიკითხა და ბოდიში მოუხადა საკუთარი საქციელის გამო.

თომასმა უპასუხა: “თავიდან ძალიან შემეშინდა, სიარული მიჭირდა. შემდეგ დამალვა მოვახერხე და ჩამეძინა ექიმებმა მითხრეს, რომ მალე შევძლებ სიარულს. თქვენ არ ხართ დამნაშავე, ყველაფერი რიგზეა”.

” არა, სახლამდე უნდა მიმეცილებინა. მომალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება”- მიუგო ავტობუსის მძღოლმა. რამდენიმე დღეში თომასი საავადმყოფოდან გაწერეს.

რედაქციისგან

ყველა ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლება. დიახ, ადამი არასწორად მოიქცა. მთავარია, რომ ბიჭუნამ მას აპატია და ახლა ყველაფერი კარგადაა.

ოდესმე ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში .

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე