ახალმა რძალმა მკითხა, შეუძლია თუ არა “დედა”-თი მომმართოს

142 views

უცხო და ახლობელ ადამიანებს ჩვენი გაოცება შეუძლიათ. იქნებ სწორიც კი, ზოგჯერ საკუთარ საიდუმლოებებს უცნობებს რომ ვანდობთ. ხვალ ერთმანეთს ვეღარ გავიხსენებთ, მხარდაჭერის სითბოს შეგრძნება კი ყოველთვის დასაფასებელია.სწორედ ამიტომ უცხო ადამიანები ჩვენთვის უახლოესი პიროვნებები ხდებიან ხოლმე. მოცემულ სტატიაში რედაქცია “oxotv” მსგავს ისტორიას გაგიზიარებთ.  გული გადავუშალე ერთ ქალს ვაგონში, ვცდილობდი მასთან ერთად რთული ცხოვრებისეული სიტუაციიდან მეპოვა გამოსავალი.

უცხო და ახლობელი ადამიანები

“ჩემი ვაჟი 20 წლის ასაკში დაქორწინდა. ამის წინააღმდეგ შემეძლო განა რაიმეს თქმა? შვილებს მარტო ვზრდიდი, ქმარმა დიდი ხნის წინ მიგვატოვა. იქნებ, ამის გამო შეუყვარდა ჩემს ბიჭს გოგონა ბავშვთა სახლიდან. ის მას ჩემგან ფარულად ხვდებოდა, ქორწილის შესახებაც გვიან გავიგე.

ახლა ისინი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. მე განვიცდიდი, არ მეგონა ბავშვთა სახლში აღზრდილ ადამინს ნორმალური ოჯახის შექმნა თუ შეეძლო. მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ. ერთხელ კოტეს მეუღლემ, ნატომ,  მკითხა, შეეძლოა თუ არა ჩემთვის “დედა” დაეძახებინა.  ეს ცოტა უტაქტობად მომეჩვენა, თუმცა შვილის განაწყენება არ მინდოდა, ამიტომ რძალს დავთანხმდი.

ნატო საკმაოდ თავხედი და კადნიერი გოგო აღმოჩნდა. მოირბენს ჩემთან, სახლის დალაგებას წამოიწყებს, იქ რაღაცას შეასწორებს, მერე ღუმელში ნამცხვრის გამოცხობას შეუდგება, ბავშვებისთვის თვალყურის მიდევნებას მთხოვს, თავად კი აფთიქში გაიქცევა.თავდაპირველად ეს მაღიზიანებდა, ვფიქრობდი, რომ ნატო ყველაფერში ცხვირს ჰყოფდა. თანდათან ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ის უბრალო და უბოროტო გოგოა, მისთვის უცხოა მლიქვნელობა. ნატო მალევე საკუთარი ქალიშვილივით შემიყვარდა.

კოტეს უფრო და ჰყავს. ჟანაც ადრე გათხოვდა, ისინი უზრუნველად ცხოვრობენ, შვილებიც ჰყავთ. სამწუხაროდ, მათ იშვიათად ვხედავ. ჩემმა ქალიშვილმა შეამჩნია, რომ ნატო ძალიან შემიყვარდა. სწორედ აქ გაჩნდა პრობლემაც.ჟანამ ერთხელ მკითხა, თუ რატომ ვეპყრობოდი რძალს ასეთი მოწიწებით. მისი მეუღლე ხომ ასეთი პატივით ვერ სარგებლობდა. ქალიშვილმა მისაყვედურა, რომ ნატოს მუდამ ვუღიმოდი, მას კი იშვიათად ვურეკავდი. მივუგე, რომ რძალი ყოველდღიურად მსტუმრობდა, ის კი თვეში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა. ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ უნდა მოვპყრობოდი კოტეს მეუღლეს უპატივცემულოდ.

ჟანა გაბრაზდა, მან არჩევანის წინაშე დამაყენა- ან ის, ან ნატო. ქალიშვილმა გამაფრთხილა, რომ რძალი ერთხელაც კვანტს დაგვიდებდა. დამემუქრა, რომ თავის ოჯახთან ერთად ფეხსაც კი არ შემოდგამდა ჩემს სახლში, ვიდრე ნატოს არ გამოვემშვიდობებოდი. ვერ ვხდები, ჟანა ასე რამ გაანაწყენა. ”

რედაქციისგან: კეთილი ადამიანები მუდამ არიან მზად სასარგებლო რჩევით დაეხმარონ სხვებს. თქვნი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს მთავარი გმირი მოცემულ სიტუაციაში, რათა არავის არ აწყენინოს?

უცხო და ახლობელი ადამიანები განსხვავებულად იქცვიან: ვიღაც ეშმაკობს, სხვები გულის გადაშლას ამჯობინებენ. როგორ მოვახერხოთ, რომ ყველას მოვაწონოთ თავი?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე