ერთი სართულით ზემოთ მცხოვრები მეზობელი ყოველდღე ვარჯიშობს ლახტით, მასთან ავედი ურთიერთობის გასარკვევად

79 views

ახლოვდება სიცივე და თბილი პლედიდან გამოძრომა სულ უფრო რთული ხდება. რაღა უნდა ვთქვათ ვარჯიშსა და დილაობით სირბილზე. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რა გავლენას ახდენს ფიგურაზე ლახტით ხტომა.

ლახტით ხტომა

ლახტი- არაა ძვირიანი აღწუღვილობა, ის არ იკავებს სახლში დიდ ადგილს. ვინ მას საბავშვო გატაცებად მიიჩნევს, უბრალოდ არ იცის ლახტის უპირატესობების შესახებ. თუ სირბილი არ მოგწონთ, იხტუნეთ ლახტით 5 წუთი კვირაში 3ჯერ, ნელ-ნელა გაზადრეთ დატვირთვა.

ასეთი ფიზიკური აქტივობა ნაჩვენებია იმათთვის, ვისაც უნდა საკუთარი ფიგურის იდეალამდე დახვეწა რეგულარული ვარჯიშით, რაციონის შეცვლის გარეშეც კი. ხტომის პროცესში ჩართულია წვივის კუნთები, ბარძაყის უკანა ზედაპირი, პრესი და მაჯები.

ასევე ლახტი გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ვარჯიშში, უმჯობესდება ამტანობა და კოორდინაცია. ლახტით ხტომა შედის ბოქსიორებისა და მოფარიკავეების სავარჯიშო პროგრამაში.

ლახტით სწორად ხტომის შემთხვევაში არ მოდის დატვირთვა მუხლის სახსრებსა და ხერხემალზე. ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაახუროთ კუნთები და მოამზადოთ სახსრები. ლახტით ხტომა არაა რეკმენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საყრდენ -მამოძრავებელი სისტემის მხრივ პრობლემები აღენიშნებათ.

ლახტით ხტომის წესები – ლახტით ხტომის დაწყებამდე რამდენჯერმე დაიხარეთ წინ და გვერდებზე. შეგიძლიათ ჩაჯდეთ დაახლოებით 15-20-ჯერ. ხტომის დროს გაასწორეთ ხერხემალი, ზურგის და პრესის კუნთები დაჭიმულია, ფეხები შეტყუპებული. ვარჯიშისას მოწყდით იატაკს 2-4 სმ-ით და შეეხეთ მას მხოლოდ ფეხების წვერებით.  ლახტიტთ ხტომის დროს თქვენი პულსი არ უნდა აღემატებოდეს 130-ს.  დამწყებებისთვის ვარჯიშის ოპტიმალური დროა 5-10 წუთი.

დასაწყისისთვის უნდა დაუფლოთ ლახტით ერთეულ ნახტომებს. თანდათანობით შეგიძლიათ ვარჯიშში შეიტანოთ მრავალფეროვნება, ეს შეიძლება იყოს ხტომა ცალ ფეხზე, ფეხების შეცვლით, ხტომა ერთი ადგილიდან მეორეზე.

დღეს ლახტების რამდენიმე სახე არსებობს: ჩვეულებრივი, ელექტრონული, ჩქაროსნული. ჩვეულებრივი შეუძლია გამოიყენოს ყველა დამწყებმა მხტომელმა. ელექტრონული ითვლის ვარჯიშის დროს შესრულებული ნახტომების და დახარჯული კალორიების რაოდენობას. ჩქაროსნულ ლახტებს იყენებენ სპორტულ კლუბებსა და ფიტნეს- დარბაზებში.

საკუთარი მიზნის მისაღწევად საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც. ლახტით ხტომა დაგეხმარებათ ფიგურის სრულყოფაში. დაბალანსირებულ კვებასთან ერთად სასურველ შედეგს გაცილებთ სწრაფად მიიღებთ. თქვენ როგორ ვარჯიშობთ, რათა მუდამ ფორმაში იყოთ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე