ყოფილმა მამაკაცმა მასწავლა, თუ როგორ უნდა ვებრძოლო ძილიანობას

52 views

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაძინება გინდათ ? მოთმენა აღარ შეგიძლიათ, ქუთუთოები გეწებებათ, კონკრეტულ მომენტში დაძინება კი დაუშვებელია. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ სასარგებლო და ეფექტურ რჩევებს იმ შემთხვევებისთვის, როცა გამოძინება ვერ მოასწარით. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები გვთავაზობენ ორიგინალურ ხრიკებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ გვეძინება ?

როგორც წესი, მუმდივ მთქნარებასა და ძილიანობასთან ბრძოლა ხშირად ჩვენი მარცხით სრულდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძინება იმ  პროფესიების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობა აქვთ.  რა რჩევებს გვაძლევენ ისინი მუდმივ მთქნარებასა და მუხთალ ძილიანობასთან საბრძოლველად?

მარტივი მეთოდები – მოცემულ პრობლემას ტრადიციულად ყავით ებრძვიან, ეს ხრიკი ყველასთვის ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ყავა დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ მოქმედებს და კიდევ უფრო მეტ ძილიანობას იწვევს. ექიმები გვირჩევენ, ძილის მორევის დროს შეუჩერებლად ვღეჭოთ სხვადასხვა საკვები. მოცემული ხრიკით ორგანიზმს ვატყუებთ, ღეჭვის დროს კუჭი გამოყოფს სპეციალურ სეკრეტს, რაც აუცილებელი საჭმლის მოსანელებლად.

ამასთან, ჭარბი კვებაც იწვევს გამუდმებულ ძილიანობას.

სასარგებლო ხრიკები – რეფლექსოთერაპიისა და იოგის ოსტატები საკუთარ სხეულს მასაჟის საშუალებით აღვიძებენ. დაიწყეთ ნეკა თითით, მსუბუქად დააწექით ჯერ ფრჩხილს, შემდეგ კი- ბალიშს. იგივე გააკეთეთ სხვა თითების შემთხვევაშიც, პროცესი დაახლოებით 1-2 წუთი უნდა გაგრძელდეს.  მსგავსი მასაჟი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყურებზე, ხელის მტევნის ძვლებზე, კისრის უკანა ნაწილზე, საფეთქლებზე.

თვითმფრინავის პილოტები სხვა მეთოდებით ებრძვიან ძილიანობას. ისინი მიიჩნევენ, თუ გამოძინება შეუძლებელია, მაშინ არ უნდა შეწყვიტო თანამოსაუბრესთან დიალოგი. პილოტების მტკიცებით, მაგარი ყავისა და კოკა-კოლის შეზავებით შესაძლებელია ნატურალური მატონიზირებელი სასმლის მიღება.

საინტერესო საიდუმლოებები აქვთ მატარებლისა და სატვირთო მანქანების მძღოლებს.  ისინი ამბობენ, რომ ძილიანობას ეფექტურად ებრძვის შიმშილის გრძნობა. თუ შიმშილობა არ გსურთ, შეგიძალიათ მოიმზადოთ მაგარი მწვანე ჩაი. მას იდეალურად მოუხდება ცხარე შოკოლადი.სატვირთოს მძღოლი გვიზიარებს საკუთარ ხრიკს ძილიანობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში: ” თუ ვგრძნობ, რომ მეძინება, მანქანას ვაჩერებ, გადმოვიდვარ მანქანიდან და ვარჯიშს ვიწყებს”.

ახლა უკვე იცით, როგორ მოიქცეთ, თუ გეძინებათ. გაგვიზიარეთ ძილიანობასთან ბრძოლის თქვენეული მეთოდები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე