საშიში მაგნიტური ქარიშხალი 2021 წლის 5 ოქტომბერს: ახალგაზრდებიც კი იგრძნობენ

102 views

ყველაზე მძალვრმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა დააზიანოს თანამგზავრები, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელები და რადიოკავშირი. მზეზე გაელვებამ შეიძლება გადაწვას ელექტრომოწყობილობები და ხანძრებიც კი გამოიწვიოს.5 ოქტომბერს მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც წინა დღით დაიწყება. მისი სიმძალვრე შეადგენს 4 ქულას, ხანგრძლივობა კი- 48 საათს.მაგნიტური ქარიშხალი იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როცა მზე გამოყოფს დიდი რაოდენობით ენერგიას. ატმოსფერული ეფექტები დედამიწაზე შეიგრძნობა მას შემდეგ, რაც ისინი გაჩნდება მზეზე.1859 წელს მოხდა ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი,ბევრ ქვეყანაში სატელეგრაფო კავშირი გაწყდა- სადენები აფრქვევდა ნაპერწკლებს, ბოძებს ცეცხლი წაეკიდა, ტელეგრაფის აპარატები კი მხოლოდ რამდენიმე წუთი მუშაობდა, რადგან ისინი გამოირთო კვების წყაროდან.  მეცნიერებს ბოლომდე არ აქვთ დამტკიცებული, რომ მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტად იტანჯებიან ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხი, მოხუცებულები, ჩვილები და ორსულები.

სიმპტომები, როგორც წესი, ყველას თითქმის ერთნაირი აქვს:

  • ადამიანი გრძნობს ძლიერ უმიზეზო დაღლილობას
  • ჩნდება თავის ტკივილი
  • ხშირდება გულისცემა
  • იცვლება წნევა

ჯანრმთელი ადამიანების შემთხვევაშიც კი შეიძლება მოიმატოს გაღიზიანებადობამ, გაჩნდეს უსაფუძვლო მღელვარება, შემცირდეს შრომისუნარიანობა.სინოპტიკოსების მიერ გეომაგნიტური ცვლილებების შესახებ გაფრთხილებულმა ადამიანმა პირველ რიგში კარგად უნდა გამოიძინოს. დასვენებულ სხეულზე გამღიზიანებლების მოქმედება მინიმალური იქნება.  მაგნიტური ქარიშხლის დაწყებამდე სჯობს მიიღოთ დამამშვიდებელი აბაზანა ზღვის მარილით, ფიჭვის ექსტრაქტით, ვალერიანით, ფორთოხლის ეთერზეთებით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე