კურდღლის ვარჯიში ან როგორ დავწვათ ცხიმი რთული მოქმედებებისა და ფულადი დანახარჯების გარეშე

22 views

სწორედ ეს ასანა მიყვარს იოგაში- ის ერთი შეხედვით რთულად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ძალიან კომფორტულია.  დიდხანს ამ პოზაში ყოფნა არ გამოგივათ და არცაა საჭირო. კურდღის ასანაში ყოფნისას ფაქტობრივად არაფრის კეთება არ გიწევთ. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ პოზაზე ვისაუბრებთ, ის დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის დაწვაში, რაშიც მინიმალური ძალები და დრო დაგეხარჯებათ.ამ კურდღლის ასანას- სასანგასანა ქვია. ის დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფიგურის დაყენებაში, არამედ საკუთარი ემოციური მდგომარეობის მოდუნებაშიც. სტრესი, გაღიზიანებადობა, მღელვარება ბევრი ადამიანის პრობლემაა ჩვენს დროში. ყველა გადაბრუნებულ ასანას იოგაში აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, შედეგად სახე უფრო ლამაზი ხდება. კურდღლის პოზა:

  •  მუცელი უფრო ბრტყელი ხდება.
  • აუმჯობესებს წელვადობას.
  • გაფხიზლებთ დილიდანვე.
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას.
  • ადუნებს ზურგს.
  • გეხმარებათ ფიქრის პროცესში, გიხსნით მღელვარებას, სტრესს, საერთო ემოციურ დაძაბულობას.
  • მასში ყოფნა საკმაოდ სასიამოვნოა.

მოცემული ასანა არაა რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხერხემლის პრობლემა აქვთ.

როგორ შევასრულოთ სასანგასანა? 

შეარჩიეთ იოგასთვის შესაფერისი და მოსახერხებელი ადგილი.

  • დაჯექით ფეხის ტერფებზე.
  • დადექით მუხლებზე
  • ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას წინ გადაიწიეთ, მოიხარეთ წელში ისე, რათა თავით შეეხოთ იატაკს.
  • ხელები უკან გაშალეთ და შეეხეთ ქუსლებს.

ვარჯიშს აკეთებენ 5 წამიდან 1 წუთამდე შუალდში, რის შემდეგაც თანაბრად უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას.თუ საწყის ეტაპზე არ გამოგივათ, არ დაძაბოთ სხეული, უბრალოდ იმუშავეთ დაჭიმვაზე და მალე შეძლებთ მოცემულ ასანაში ჩადგომას.ვიმედოვნებთ, რომ მოცემული სტატია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა, არ დაგავიწყდეთ აზრის გაზიარება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე