ხახვი- როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და მისი რომელი სახეობაა უფრო სასარგებლო ?

31 views

ხახვი- ძველესი  სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილია 5 წელზე მეტია.  ძველ საბერძნეთში ის წმინდა ბოსტნეულად მიიჩნეოდა და ასახავდა დედამიწის სფერულ ფორმას. ძველი ეგვიპტელები მის წრეებს მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ თვლიდნენ.ხახვს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. თანამედროვე სამეცნიერო კვლევები ადასტურებს მის სასარგებლო გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

რატომაა ხახვი სასარგებლო?

ხახვი- მრავალწლოვანი ბალახეული მცენარეა ხახვისებრთა ბოტანიკური ოჯახიდან. მისი უახლოესი ნათესავებია ნიორი და ღანძილი. ხახვისებრთა ოჯახი ჯამში 900 სხვადასხვა მცენარეს მოიცავს.თანამედროვე სამყაროში ხახვსი თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში იყენებენ, განსაკუთრებით, რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.ხახვი დაბალკალორიული ბოსტნეულია, მისი 90% წყალია. ამას გარდა, მის შემადგენლობაში შედის 10%-მდე ნახშირწლები (რომლის მეხუთედი წილი უჯრედისია), ასევევ ცილები და ცხიმების უმნიშვნელო რაოდენობა.

ხახვი- კვებითი ღირებულება (100 გრამზე)

  • კალორიულობა 40 კკალ
  • ცილების შემცველობა- 1,1გ
  • ცხიმების შემცველობა- 0,1გ
  • ნახშირწყლების რაოდენობა 1,5-2 გ

ვიტამინები და მინერალები – ყველაზე დიდი რაოდენობით ხახვი შეიცავს C, B6 და B9 ვიტამინებს. მინერალებიდან აღსანიშნავია კალიუმის ელექტროლიტი, ასევე ფიტონუტრიენტები და ფლავონოიდები.ხახვის წითელი შეფერილობა განპირობებულია ანტიოციონინების პიგმენტების არსებობით, სიყვითლეზე პასუხისმგებელია პიგმენტი კვერცეტინი ( ასევე ანტიოქსიდანტი).

გავლენა ჯანმრთელობაზე

ხახვისა და ნივრის საკვებად რეგულარული გამოყენება ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს. მაგალითად, ხახვის მოყვარულებს 22%-ით უფრო იშვიათად უსვამენ კუჭის კიბოს დიიაგნოზს. დიაბეტის მე-2 ტიპის მქონე ადამიანებში 100გ წითელი ხახვის მირთმევა ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ფლავონოიდ კვარცეტინს შეუძლია კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის უჯრედებთან ურთიერთქმედება, რითაც ხელს უწყობს გლუკოზის მოხმარების კონტროლს.

ძვლების მდგომარეობის გაუმჯობესება – მოქმედების მექანიზმი არაა ამოხსნილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხახვი დადებით გავლენას ახდენს ძვლებზე. კვლევამ, რომელიც 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ჩაუტარდა, აჩვენა, რომ ხახვის რეგულარულმა მოხმარებამ 20%-მდე შეამცირა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკი.

გავლენა საჭმლის მონელებაზე  – კვერცეტინის შემცველობის ხარჯზე ხახვი ეფექტურად ანადგურებს ჰელიკობაქტერ პილორის. მიიჩნევენ, რომ კუჭის წყლულისა და გასტრიტის შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსგავს ინფექციასთან. ასევე, პრებიოტიკების, ინულინისა და ფრუქტოოლიგოსაქარიდების შემცველობის წყალობით ხახვი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

იწვევს თუ არა ხახვი ალერგიულ რეაქციას? – ხახვის შემადგენლობაში შედის ნახშირწყლებისა და უჯრედისის სახეები, რომელთაც შეუძლია ზოგიერთ ადამიანში ალერგიული რეაქციის გამოწვევა.ხახვის კომპონენტების აუტანლობის განმსაზღვრელი საკვანძო სიმპტომები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ არის- გაზების მომატებული წარმოქმნა, მუცლის შებერილობა, ბოყინი.აღსანიშნავია, რომ ხახვმა შესაძლოა მოკლას შინაური ცხოველები, კატები და ძაღლები.ამის მიზეზია ხახვის შემადგენლობაში შემავალი სულფოქსიდები და სულფიდები, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ჰაინცის სხეულის ანემია. ცხოველებში ეს დაავადება დაკავშირებულია ერითროციტების დაზიანებასთან, რაც განაპირობებს ანემის ჩამოყალიბებას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე