როცა მშობლიურ სოფელში ჩავდივარ, დედის სახლს გვერდს ვუვლი, მეზობლები ერთმანეთში ჩურჩულებენ, თუმცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვარ

2,237 views

“უკვე რამდენიმე წელია, რაც დედასთან აღარ მაქვს ურთერთობა. რატომ უნდა მოვინახულო და დავეხმარო ხოლმე მას?”- ამბობს ჩვენი მკითხველი კატო. ის დაიღალა განკითხვისგან და სურს, რომ უცხო ადამიანები არ ჩაერიონ სხვის საქმეში. მოცემულ სტატიაში გაიგებთ ქალის არც თუ ისე მარტივ ისტორიას და შეძლებთ რჩევის მიცემას კომენტარებში !

დედასთან არ მაქვს ურთიერთობა

როცა მშობლიურ სოფელში ჩავდივარ, მაშინვე მამასთან მივდივარ, დედის სახლს კი შორიდან ვუვლი გვერდს. მეზობლები განკითხვის თვალით მიყურებენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევი. დედაჩემია დამნაშავე იმაში, რომ ყველაფერი ასე მოხდა.

ჩემმა მშობლებმა უამრავი წელი იდილიაში იცხოვრეს. უფრო სწორად, ასე მეჩვენებოდა. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და სასწავლებლად დედაქალაქში გადავედი, დედამ მამა მიატოვა. აღმოჩნდა, რომ მას უკვე დიდი ხანია რომანი ჰქონდა სხვა მამაკაცთან. დედა მემუდარებოდა, რომ მისთვის გამეგო, თუმცა მომხდარს ვერაფრით ვეგუებოდი. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მამას მშობლებთან მოუხდა საცხოვრებლად გადასვლა, რადგან საკუთარი სახლი არ გააჩნდა.

უკვე დიდი ხანია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მალევე ვიპოვე კარგი სამსახური. უქმეებზე ყოველთვის ვცდილობ მამასთან ჩავიდე სოფელში და ყველანაირად დავეხმარო. რაც შეეხება დედას, ის უზრუნველად ცხოვრობს თავის ახალ რჩეულთან. ამას წინათ შევიტყე, რომ ის ფეხმძიმედაა. ადრე რთულად ვიჯერებდი ასეთ გვიან დაორსულებასთან დაკავშირებულ ამბებს, თუმცა დედას გაუმართლა და მას ქალიშვილი შეეძინა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ანა დაარქვეს, ბავშვი არ მინახავს.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა. სიამოვნებით წავიყვანდი მამას ქალაქში, თუმცა მას ეს არ უნდა. მიმძიმს მისი სევდიანი თვალების ყურება ყოველ ჯერზე, როცა მასთან ჩავდივარ. ვიცი, რომ მან ჩემს მსგავსად დედას ვერ აპატია ღალატი.

შესაძლოა არასწორად ვიქცევი, თუმცა სხვაგვარად არ შემიძლია. დედამ მე და მამა ახალ ოჯახში გაგვცვალა. ალბათ, ახლა ის ნამდვილად ბედნიერია. სამწუხაროა, რომ მამაჩემს ასეთი შანსი აღარ ექნება. დედასთან წლები აღარ მაქვს ურთიერთობა. დაე, მეზობლები განმიკითხავდნენ, თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილებაა !

რედაქციისგან: ცხადია, რომ კატოს გულში დაბუდებული წყენა წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. ის სიტუაციას თავისი და მამის მხრიდან უყურებს. კატო საკთარ თავს დედის ადგილას არ აყენებს. დიდი ალბათობით, მისთვისაც რთულია ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება.

ჩვენ არ ვამართლებთ მის საქციელს, თუმცა გვინდა შეგახსენოთ, რომ სჯობს საკუთარი ნებით დატოვო ოჯახი, ვიდრე იცხოვრო ქორწინებაში, რომელიც მხოლოდ გაუბედურებს. სწორედ ასე მოიქცა მთავარი გმირის დედაც. ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, კატომ თავისი მშობლის პატიება რომ შეძლოს ?თქვენ რას ურჩევდით მოცემული ისტორიის მთავარ გმირს? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე