44 წლის ვარ და მარტო ვცხოვრობ. ამას წინათ გავიგე, რომ ორსულად ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე

60 views

როგორ გაბედოს ადამიანმა ცხოვრებაში ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება, როცა გვერდით არავინ ჰყავს, ვინც მორალურ მხარდაჭერას გაუწევს? ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ მხოლოდ იმისთვის, რათა გათავისფლდე მარტოობის შეგრძნებისგან? სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი მოცემულ სტატიაში.

რთული არჩევანი

“44 წლის ვარ და ბავშვს ველოდები. ბავშვის მამამ უარი მითხრა ურთიერთობის გაგრძელებაზე, როგორც კი ეს სიახლე შევატყობინე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე მოცემულ სიტუაციაში…მიშიკოსთან შეხვედრამდე ერთი წლით ადრე ქმარს დავშორდი. განქორწინებამ მშვიდად ჩაიარა, ზედმეტი სკანდალების და წყენის გარეშე. ძალიან გვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგა, თუმცა ეს გარდაუვალი იყო.

განქორწინების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი. აქამდე ასე მარტოსულად თავი არასოდეს მიგრძვნია. მიშიკოს გაცნობამ გადამაჩინა. ამან შანსი მომცა ახალი ფურცლიდან დამეწყო ცხოვრება, რის გამოც უზომოდ ბედნიერი ვიყავი !

ჩვენი ურთიერთობა მალე ვითარდებოდა. გაცნობიდან 2 კვირაში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ნახევარი წლის შემდეგ კი მისი ოჯახი უკვე პატარძალს მეძახდა. მჯეროდა, რომ როგორც იქნა ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გაიზიარებდა ბედნიერებასა და ნაღველს. როცა დაორსულების შესახებ გავიგე, ეჭვიც კი არ გამჩენია, რომ ამ ბავშვის დატოვება მინდოდა.

სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რაც იმ მომენტში ვიგრძენი, როცა მიშიკომ ბავშვზე უარი თქვა. ტესტის პასუხი გავიგე თუ არა, მაშინვე დავურეკე, რათა სასიხარულო ამბავი შემეტყობინებინა. მან კი მიპასუხა, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა და ყურმილი დაკიდა. იმ საღამოს ის სახლში არ დაბრუნებულა…

ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი ქონდა. როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც არ უნდა იყოს არც მეუღლე და არც მამა? რამდენიმე დღეში ერთმანეთს დავშორდით.არც კივი, დამეხმარება თუ არა შვილი სევდის გაქარვებაში. სამართლიანად ვექცევი კი მას? ბავშვის აღზრდა მამის გარეშე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

რას ურჩევდით ჩვენს გმირს? როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ჩვილის შენარჩუნება რისკების მიუხედავად?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე