რა უნდა გაუკეთოს იტალიელმა მამაკაცმა ცოლს განქორწინების შემდეგ?

757 views

რომელი ქვეყანაა ყველაზე ლამაზი? ამ კითხვაზე ყველას ინდივიდუალური პასუხი აქვს. როგორც ჩანს, იტალიელებს წამითაც კი არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ მათ სამშობლოზე მშვენიერი არაფერია დედამიწის ზურგზე. დანტესა და პეტრარკის დროს იტალიის სინონიმი ტყუილად როდი გახდა “Bel Paese”,  რაც ითარგმნება, როგორც “ლამაზი ქვეყანა”.

ხატოვანი ბუნება, რბილი კლიმატი, ძველი კულტურის ძეგლები- ეს ყველაფერი აპენინის ნახევარკუნძულზე მიიზიდავს უამრავ ტურისტს. მოცემულ სტატიაში მოვაგროვეთ საინტერესო ფაქტები ამ ქვეყანაზე.

რომელი ქვეყანაა ყველაზე ლამაზი?

1.ნეაპოლში მზარეულები ვალდებულნი არიან მოამზადონ პიცა მისი თავდაპირველი რეცეპტის მიხედვით. ის სამართლიანად მიიჩნევა პიცის სამშობლოდ.

ტრადიციების შემოსანახად, ქალაქის მტავრობა თხოვს მზარეულებს დაიცვან კლასიკური რეცეპტურა. პიცის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორბლის ფქვილი, საფუარი, მინერალური წყალი, პომიდორი, მოცარელას ყველი, ზღვის მარილი და ზეითუნის ზეთი.

2.მილიონი ევრო შადრევნიდან – მოედანი, რომელიც შემოსაზღვრავს რომის ლეგენდარულ ტრევის შადრევანს, დილიდან დაღამებამდე სავსეა ტურისტებით, რომელთაც სურვილების ჩაფიქრება უნდათ.

ჩვეულების თანახმად, შადრევანში ჩავარდნილი მონეტა ადამიანს მარადიულ ქალაქში კიდევ ერთ სტუმრობას ჰპირდება. ორი  მონეტა პიროვნებას სიყვარულს აპივნინებს, სამი- თავისუფლებას, ოთხი- სიმდიდრეს.

3.იტალიაში ქმარი ვალდებულია განქორწინების შემდეგ ფინანსურად შეინახოს ყოფილი ცოლი. იტალია კათოლიკური ქვეყანაა, სადაც ქორწინებას სერიოზულად უყურებენ. ეს კანონების სიმკაცრით მტკიცდება.

4.ვენეციაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. მის ფუნქციას ქალაქში ასრულებს პატარა არხები, რომლებიც მთავარ არხში იკრიბება. ამასთან, თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია სალექარი და ფილტრი. სწორედ ამიტომ ლაგუნაში ხვდება შედარებით სუფთა წყალი.

5.იტალიელები ფულს ასესხებენ ყველის ჩადებით. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ცნობილი იტალიური “პარმეზანის” მომზადების ტექნოლოგია და რეცეპტურა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ყველმა სპეციალურ სათავსოში ერთიდან სამ წლამდე უნდა გაატაროს, რათა მათ საბოლოოდ ჩამოუყალიბდეს განუმეორებელი გემო.

ყველის ადგილობრივ მწარმოებლებს სპეციალური ყველის ბანკიდან შეუძლიათ თანხის მიღება პროდუქტის ჩადების სანაცვლოდ.

6.იტალიელი პოლიციელები საოცრად ზრდილობიანები არიან. მათ არ აქვთ უფლება სცემონ დამნაშავე, თუ სიტუაცია არაა გამოუვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავებს სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგენა.

7.ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი არიან წარადგინონ მონაცემები საჯარო რეესტრში თავიანთი შინაური ცხოველების დნმ-ის შესახებ. შედეგად, ქუჩაში დატოვებული ფეკალიების მფლობელის ამოცნობაა შესაძლებელი. ამ დროს შინაური ცხოველის მეპატრონე 500 ევროთი ჯარიმდება.

8.იტალიაში ყველაზე მსხვილი ბიზნესი მაფიაა !

9.მილანში ყველა ვალდებულია იღიმებოდეს. ქალაქის რეგლამენტი ავსტრია-უნგრეთის პერიოდიდან მოყოლებული მოქალაქეებს მოუწოდებს ღიმილისკენ.

საინტერესოა, რომ კანონში გაწერილია გამონაკლისებიც. ისინი მოქმედებს დაკრძალვის დროს და საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის.

10. რთულია იტალიაში აღმოაჩინოთ ბინა ბიდეს გარეშე. ამ ჰიგიენური მოწყობილობის დაყენება ტუალეტში სავალდებულოა 1975 წლიდან.

სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე, გაეცანით მის თავისებურებებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ შეგროვილი ფაქტები დაგეხმარათ იტალიისა და მისი მცხოვრებლების უკეთ გაცნობაში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე