რას გრძნობს თქვენს მიმართ იდუმალი მამაკაცი? ვკითხოთ ტაროს კარტებს

5,083 views

მოცემულ სტატიაში შეიტყობთ, თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ საინტერესო მამაკაცი. მკითხაობაში მონაწილეობის მისაღებად ფიქრებში ჩაიფიქრეთ პიროვნება, შემდეგ დახედეთ ფოტოს და აირჩიეთ სამიდან ერთი კარტი, საკუთარ თავს კი შეეკითხეთ: “რას გრძნობს ის ჩემს მიმართ?”

  • თუ მარცხნიდან პირველი კარტი არიჩიეთ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ იდუმალი მამაკაცი თქვენით აღტაცებულია, ის შორიდან გეტრფით. ეს პიროვნება მიიჩნევს, რომ საერთო მასიდან გამოიყოფით, თქვენი დონე ძალიან მაღალია. ეს შესაძლოა ეხებოდეს როგორც ფიზიკურ მონაცემებს, ასევე შინაგან სამყაროს ან მატერიალურ მდგომარეობას. ის აცნობიერებს, რომ თქვენამდე ბევრი აკლია.თუ ეს მამაკაცი თქვენი პარტნიორია, ის ამაყობს, რომ თქვენს გვერდით ყოფნის ბედნიერება ხვდა წილად. თუ ურთიერთობა არ გაქვთ ერთმანეთთან, ის ოცნებობს, რომ თქვენი ყურადღების მარცვალი მაინც დაიმსახუროს.
  • თუ მეორე კარტი არიჩიეთ – ეშმაკი ამბობს, რომ ეს მამაკაცი თქვენზე ჭკუას კარგავს.  მისთვის იმდენად მიმზიდველი ხართ, რომ ის სხვა ვერაფერზე ფიქრობს. თქვენზე ფიქრი მას ავიწყებს სამსახურს და მეგობრებს. იგი სიზმარშიც კი ვერ ახერხებს თქვენს დავიწყებას. გაითვალისწინეთ, რომ ამ დამოკიდებულებას აქვს ნაკლოვანებებიც, ეს შეიძლება იყოს ეჭვიანობა და მისაკუთრება. თუ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობის დამყარებას გადაწყვეტთ, დიდია შანსი, რომ ის გახდეს რთული და დამღლელი.
  • თუ მესამე კარტი აირჩიეთ – თქვენ მზესავით უნათებთ და უფერადებთ მას ცხოვრებას. თქვენ გვერდით მას თავდაჯერებულობა ემატება, წარმატებების მიღწევის დაუოკებელი სურვილი უჩნდება. როცა ის უბრალოდ გიყურებთ, მაშინვე ენერგიით იმუხტება. დიდი ალბათობით, ეს მამაკაცი პერსპექტიული და წარმატებულია. მან იცის, რომ მისი წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი ისაა, თუ როგორი ქალია მის გვერდით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე