ტარო-პროგნოზი: იზიდავთ თუ არა მას, სურს თუ არა თქვენთან ყოფნა?

149 views

მოდუნდით და გაითავისუფლეთ გონება ზედმეტი აზრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავსა და შექმნილ სიტუაციაზე, თქვენს მამაკაცზე.ერთად ვნახოთ, თუ რას გვეტყვის კარტები.თქვენ ძლიერი ქალი ბრძანდებით, ცხოვრებით ტრიუმფატორი. ამ სიცოცხლეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ, გამარჯვებები თუ წარუმატებლობები მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ეს კარგად გესმით.რაღაცის გაკეთებამდე მუდამ დაფიქრებას ამჯობინებთ, ეს თავიდან გაცილებთ ბევრ შეცდომას. საკმაოდ ეჭვიანი ხართ,  ახლა ან ვიღაცაზე ბრაზობთ ან კამათობთ, თუმცა ცდილობთ დამალოთ ეს ნეგატივი.იეროფანტის მიხედვით, თქვენ შეიძლება იყოთ დაოჯახებული, ან კარტი გახასიათებთ როგორც ქალს, რომელიც აფასებს ტრადიციებს და საზოგადოებაში აღიარებულ წესებს.მამაკაცი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ან გამოუცდელი, მორალურად მოუმწიფებელი. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ მოცემულ მომენტში ის მზადაა სერიოზული ურთიერთობისთვის. ამ ეტაპისთვის მას რომანტიკული ემოციების მიღება სწადია. შესაძლოა, მასთან მიმოწერა გაკავშირებთ.  ის მშვიდი ადამიანია, არ უყვარს აჩქარება. კარტები გვაცნობებს, რომ ამ მამაკაცს არც ისე მარტივი ხასიათი აქვს.

რა ურთიერთობა გაკავშირებთ ახლა? – შესაძლოა, მანძილი გაშორებდეთ და მოცემულ მომენტში ერთმანეთის მიმართ არც ისე კარგ ემოციებს განიცდიდეთ. ამის მიუხედავად, არსებობს ორმხრივი ინტერესი. კარტებმა აჩვენა, რომ ამ მამაკაცს უყვარხართ.

რას გრძნობს ის თქვენს მიმართ, არსებობს თუ არა მიზიდულობა? – დიახ, თქვენ მას იზიდავთ, ამას აჩვენებს კვერთხების ტუზი, რომელიც ასახავს ძლიერ ფიზიკურ ლტოლვას. თქვენს შორის შეიმჩნევა არჩევანის სიტუაცია. ემოციური ბმის გამო ამ არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. შექმნილმა მდგომარეობამ იქამდე მიგიყვანათ, რომ ემოციურად გადაიწვით, ახლა გაცილებით იშვიათად გაქვთ ურთიერთობა. ამის მიუხედავად, არსებული ვნება არსად გამქრალა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე